ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიგოზა
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2008


ვოლტერი ამბობს

    ვოლტერი ამბობს



,,ადამიანი ადამიანისთვის?”---
ვოლტერი ამბობს.
არ იფიქროდ ვგულისხმობდე
უბრალოდ ამბორს.

წარმოიდგინეთ სასაფლაო,
თქვენ დგახართ ორნი,
ორივე ჭკუა ხვთისნიერი
ერთ-ურთის სწორნი...

და შიში თითქოს დაიმალულა
საფლავთ წყვდიადში,
მხოლოდ შენ და ის...
რა ძალაა ადამიანში?!

,,ადამიანი ადამიანისათვის?”—
ვოლტერი ამბობს.
ნურც აქ იფიქრებთ, ვგულისხმობდე
რაღაც სხვა ამბორს.

მე მინდა ისევ დავუბრუნდე
იმ წყვდიად ღამეს,
წარმოიდგინეთ მარტო იდგეთ
და არვინ გყავდეთ.

იქ საფლავთ შორის,
გინდ პაწია ციცინათელაც,
გადაგიფრენს და შიშის ზარით
თქვენს გულს გათელავს.

,,ადამიანი ადამიანისათვის?”—
ვოლტერი ამბობს.
მგონი არავინ აღარ ფიქრობს,
რაღაც სხვა ამბორს.

სანამ უფალი დაგვაყენებს
საწუთროს კართან,
სანამ წყვდიადში, შიშით მოცულს
მოგვიწევს გასვლა...

მანამდე უნდა გავცეთ,
ალბათ, სული ზიარი
და მთელი გულით
შევიყვაროთ ადამიანი!!!

                თბილისი 1988 წელი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები