ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლეგატო
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2014


ყვავილების სარეცელი მინდა

ყვავილების სარეცელი მინდა,
სურვილები და ღიღილო ლურჯი.
მზის სხივები,მომახვიე დილას,
მომახურე,ღრუბლის თეთრი ფთილა.
ცათა ნიჭი,ეს შენდამი ტრფობა,
ნიავივით ოცნებები ცელქი,
დამიკრიფე,ყვავილები მინდვრად,
ყვითელგულა ნარცისები მიყვარს.
რძისფერია  ნისლიანი ქუჩა,
ცისფერია ამ ქალაქის თაღი,
ცას მოჰპარე, ვარსკვლავების გუდა,
მომიტანე,მისახსოვრე ჩუმად.
გული ეტრფის თვით ღვთაებას მზისას,
შენს მკლავებზე ლურჯ ღიღილოს სძინავს,
დამიკრიფე, ნარცისები მინდვრად,
ყვავილების სარეცელი მინდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები