* * *
ჩემს მარტოობას ბოლო არ უჩანს (შენ გიგონებდი და ისევ წვიმდა) დილაადრიან ავყვები ქუჩას და სალამს ვეტყვი ბებერ მთაწმინდას...
მთელი სიცოცხლე ქარებს ვებრძოდი, დავდევდი მუდამ ცისფერ მირაჟებს, შენი თვალების კოცონს ვეტრფოდი და პოეზიის ქალურ სინაზეს...
წლები გავიდა, კვლავ იმად დავრჩი (შემომრჩა მხოლოდ ლექსები ლურჯი) და მაგონდება ის ურჩი ბავშვი, რომლის სიყვარულს ვერ გადავურჩი...
* * *
ტკბილი მოგონება დღეს ისე ბევრია... და მზეც ნარინჯისფერს ურევს ფორთოხლებში, და შენ მეცხადევი როგორც ტყის ფერია, მკერდი გიღელავს და დაღალული ხვნეში... კდემამოსილი, გიჟის მზერით დგახარ, გთხოვ, ნუ მიმატოვებ, გთხოვ, ჯერ არ იჩქარო! ჩემი ველური მუზის მეეტლე ხარ, პატარა ქალო!
* * *
მიკვარკვალებ თვალებს, გამადელე კაცი, ა, ცა, ნუ მაწვალებ, ა, ცა, ნუ ხარ მკაცრი!
დამობორკე ენა, გამიშტერე თვალი, დამიკარგე რწმენა, შენითა ვარ მთვრალი...
რაფერ შემაყვარე თავი ასე ძრიელ, რეიზა გამაცოფე, რეიზა გადამრიე?!
ენას ვეღარ ვიღებ, გავხდი სულ მთლად მუნჯი, ა, ცა მაკოცნიე, ა, ცა, ნუ ხარ ურჩი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14.
ავტორი: პილი-გრიმი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 28 მარტი, 2014
ენას ვეღარ ვიღებ, გავხდი სულ მთლად მუნჯი, ა, ცა მაკოცნიე, ა, ცა, ნუ ხარ ურჩი! :D D: :D მაგარია ე ყაზახი:)
ავტორი: პილი-გრიმი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 28 მარტი, 2014
ენას ვეღარ ვიღებ, გავხდი სულ მთლად მუნჯი, ა, ცა მაკოცნიე, ა, ცა, ნუ ხარ ურჩი! :D D: :D მაგარია ე ყაზახი:)
13. და მაგონდება ის ურჩი ბავშვი, რომლის სიყვარულს ვერ გადავურჩი... - ლამაზია.
მეორე ლექსი ძალიან არეულია.
მესამე - ნახევრადიუმორისტული :)
და მაგონდება ის ურჩი ბავშვი, რომლის სიყვარულს ვერ გადავურჩი... - ლამაზია.
მეორე ლექსი ძალიან არეულია.
მესამე - ნახევრადიუმორისტული :)
11. გაზაფხულის ბრალია :)
ეს "მეცხადევი" რაა , კაცო? :)
გაზაფხულის ბრალია :)
ეს "მეცხადევი" რაა , კაცო? :)
10. ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ, მეგობრებო! ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ, მეგობრებო!
9. მესამე ლექსმა თქვა - გადელდა მუზავოო!!!
"ცოლად თუ არ გამომყვები, შუბლში ვიკრავ პატრონასო! რა ჯანდაბა მოვუხერხო უპატრონო მატრონასო." - აგი ჩემი არ გეგონოს, მარა, ქე მუუხდა შენსას!!! მესამე ლექსმა თქვა - გადელდა მუზავოო!!!
"ცოლად თუ არ გამომყვები, შუბლში ვიკრავ პატრონასო! რა ჯანდაბა მოვუხერხო უპატრონო მატრონასო." - აგი ჩემი არ გეგონოს, მარა, ქე მუუხდა შენსას!!!
8. მესამე ძალიან მაგარია ))) +5 მესამე ძალიან მაგარია ))) +5
7. მეც ბოლო უფრო :) მეც ბოლო უფრო :)
6. რაფერ შემაყვარე თავი ასე ძრიელ, რეიზა გამაცოფე, რეიზა გადამრიე?! ეს მაინცსულ სხვაა :)) რაფერ შემაყვარე თავი ასე ძრიელ, რეიზა გამაცოფე, რეიზა გადამრიე?! ეს მაინცსულ სხვაა :))
5. მიორე პაწა დახლიფართულია, მარა მაი აფერი :)
ააუ მესამე ^_^ :)))))) 5. მიორე პაწა დახლიფართულია, მარა მაი აფერი :)
ააუ მესამე ^_^ :)))))) 5.
4. :)) კაი იყო...მარტივი...:-* ხვნეშა არც მე მომეწონა... კუთხური ...-საყვარელი გურული :)) კაი იყო...მარტივი...:-* ხვნეშა არც მე მომეწონა... კუთხური ...-საყვარელი გურული
3. ბოლო განსაკუთრებით... :))))))) ბოლო განსაკუთრებით... :)))))))
2. და მზეც ნარინჯისფერს ურევს ფორთოხლებში, და შენ მეცხადევი როგორც ტყის ფერია, მკერდი გიღელავს და დაღალული ხვნეში...
:) ეს "ხვნეში" ცოტა არიყოს, არ მომეწონა აქ.
ბოლო ლექსი ყველაზე მეტად :)
რაფერ შემაყვარე თავი ასე ძრიელ, რეიზა გამაცოფე, რეიზა გადამრიე?!
და მზეც ნარინჯისფერს ურევს ფორთოხლებში, და შენ მეცხადევი როგორც ტყის ფერია, მკერდი გიღელავს და დაღალული ხვნეში...
:) ეს "ხვნეში" ცოტა არიყოს, არ მომეწონა აქ.
ბოლო ლექსი ყველაზე მეტად :)
რაფერ შემაყვარე თავი ასე ძრიელ, რეიზა გამაცოფე, რეიზა გადამრიე?!
1. ბოლო ყველაზე მაგარია! :)))))) ბოლო ყველაზე მაგარია! :))))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|