ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
30 მარტი, 2014


რა დავაშავეთ? (იუმორისტული)


  რა დავაშავეთ?
(იუმორისტული)
          უკვე მერამდენედ, მორიგი ორაზროვანი
          განცხადება მოვისმინეთ ,,ნატოში” გაწევ-
          რიანებასთან დაკავშირებით.
          სხვა რა დაგვრჩენია, დავუპირისპიროთ
          იუმორი. 


ცრემლად ჩამოიქცა ჩემი ემოცია,
გონი აიმღვრა და გრძნობა დაიზაფრა,
რწმენა შემილახა სულის ეროზიამ,
გულში გატანჯულმა ფიქრმა დაიზამთრა.

რაც დღეს გაგვაგონეს (უკვე მერამდენედ),
ამას აღარ ჰქვია სრული მხარდაჭერა,
ჩვენი სიამაყე ფეხით გადათელეს,
ისევ მოგვინდომეს სახრის გადაჭერა.

ჩემო საქართველოვ, თავი არ ,,მეიკლა,”
,,ნატოს” ტრფობის ცეცხლი კვლავაც მოედება,
თავზე შემოგევლოს მთელი ამერიკა,
მიტოს განმარტებით, დედა ეტირებათ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები