ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფირცხალა
ჟანრი: პოეზია
28 ნოემბერი, 2008


###

ისე ლურჯი ცაც ვერ არი...
აღარ ვამბობ მეტს,
შენი ტანჯვის მაცქერალი,
ტანჯული ვარ მეც...
რამე შეცვლის განა ხვალ-ზეგ:
პირქუშ,ჯვარცმულ დროს?
შენი ცრემლის დანახვაზე,
გულში დარდი თოვს...
მძიმე ხვედრის ვერ მოთმენა
დამაწყევარს,მტერს!
გადაწურო შენ რომ რწმენა,
მეც ჩავიქნევ ხელს...
ვალში არვის აღარ ვრჩებით,
რწმენით ვკურნავთ შხამს!
ჩვენ რომ მართლა გადავრჩებით,
წრფელი გულით მწამს!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები