ერის აღდგომა
„ყველაზე ბოლოს იმედი კვდება“, უთქვამს წინაპარს ჩვენსას, მე მის არ მოშლას და გამართლებას შევთხოვ დღეს,მაღალ ღმერთსა. იმედი მრჩება,ცოდვის განწმენდას შეძლებს ქართველი ერი, ერთი მიზნისკენ ვივლით სუყველა, ამ დღის დადგომას ველი. გაუტანლობა,შური,ღალატი, ორპირობა და გესლი, რომ სავიზიტო ბარათად გვექცეს მწამს,არ დაუშვებს ღმერთი. კვლავ სიყვარული დაგვიბრუნდება და გაგვითბება გული, იმედი მაქვს,რომ მალე იქნება ერის აღდგომა,სრული. ღმერთმა გვაშოროს
ღმერთმა გვაშოროს,დაკნინება ვაჟკაცობისა და ჯენტლმენობა რომ არ დაგვყვეს დაბადებიდან, ღმერთმა გვაშოროს,ნოსტალგია არ მოგვეძალოს როდესაც წავალთ,თუნდ ცოტა ხნით,ჩვენი ქვეყნიდან. ღმერთმა გვაშოროს,გაგვიცივდეს გული მოყვრისთვის, არ ამოვუდგეთ მხარში მოძმეს,ლხინი და ჭირშიც, რომ მლიქვნელობა ერის ახალ თვისებად იქცეს და რომ სიმართლე,ჩვენს მოკეთეს ვერ ვუთხრათ პირში. ღმერთმა გვაშოროს,მტერს ვაქციოთ ზურგი ლაჩრულად და სიძნელეთა შეხვედრისას შიშმა დაგვძლიოს, დავიმეგობროთ კოკაინი,ჰაშიში,მორფი და ეშმამ მისდა ხელქვეითად ჩვენ რომ გვაქციოს. ღმერთმა გვაშოროს,მომრავლება შინაბერების, ბერბიჭების და დანგრეული ოჯახებისა, ღმერთმა გვაშოროს,არ გვესმოდეს ენა ბუნების, ლიკლიკა წყაროს,მორცხვი იის,ლაღი მთებისა. ღმერთმა გვაშოროს,ქართველ ქალთა უნამუსობა, ქართველი დედა შვილს არცხვენდეს აღვირახსნილი, ღმერთმა მოგვმადლოს,ძველებურად რომ ისევ ვიყოთ წმინდა გიორგის,მარიამის მადლით აღვსილი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ამინ! ამინ! ამინ! ამინ!
11. ძალიან მომეწონა.
აღდგომას გილოცავთ. ძალიან მომეწონა.
აღდგომას გილოცავთ.
10. დიდი მადლობა ყველას :) დიდი მადლობა ყველას :)
8. აღდგომის მადლი შეგეწიოთ მანანა!....5 აღდგომის მადლი შეგეწიოთ მანანა!....5
7. მრავალ აღდგომას, მანანა :) მრავალ აღდგომას, მანანა :)
6. მანანა, შეცდომით გიწერია ეს სიტყვა: "და ჯელტმენობა"...-----> "და ჯენტლმენობა"..... გაასწორე! "ღმერთმა მოგვმადლოს, ძველებურად რომ ისევ ვიყოთ წმინდა გიორგის, მარიამის მადლით აღვსილი". ღმერთმა გისმინოს, ჩემო კარგო! ლექსები, რა თქმა უნდა, მომწონს. მანანა, შეცდომით გიწერია ეს სიტყვა: "და ჯელტმენობა"...-----> "და ჯენტლმენობა"..... გაასწორე! "ღმერთმა მოგვმადლოს, ძველებურად რომ ისევ ვიყოთ წმინდა გიორგის, მარიამის მადლით აღვსილი". ღმერთმა გისმინოს, ჩემო კარგო! ლექსები, რა თქმა უნდა, მომწონს.
5. ღმერთმა გისმინოთ! მეც გილოცავთ! მრავალს დაგასწროთ უფალმა! ღმერთმა გისმინოთ! მეც გილოცავთ! მრავალს დაგასწროთ უფალმა!
4. გისმინოს უფალმა! გისმინოს უფალმა!
3. ღმერთმა გისმინოს, 5
ღმერთმა გისმინოს, 5
2. ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.გაგაძლიეროთ და დაგიფაროთ უფალმა. :) ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.გაგაძლიეროთ და დაგიფაროთ უფალმა. :)
1. ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.გაგაძლიეროთ და დაგიფაროთ უფალმა. :) ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.გაგაძლიეროთ და დაგიფაროთ უფალმა. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|