ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2014


მაღალ ქუსლებზე (პარიზული კადრები)

წვიმა სცემს ქვაფენილს, ღამეა, პარიზი,
დგას მაღალ ქუსლებზე, ჩაცმული შილიფად,
ქალი და ყოველი მიმოხვრა კაპრიზებს
მიუგავს, სულ უფრო გინდა რომ გაშიფრო
ყოველი ჟესტი და ყოველი მიმიკა.
თმას იყრის ზურგისკენ, შენ უთვლი ნაბიჯებს,
ყელიდან მკერდისკენ  მშვიდად რომ მიიკვლევს
წვეთები გზას, 
ისე უღმერთოდ გაგიჟებს
თეძოზე მომდგარი კაბა და მუხლები,
სურნელიც, თან რომ სდევს მის ფრანგულ ხასიათს,
სხეულზე თითების თამაშიც უხდება,
თამაშით აგიშლის ფიქრებსაც, ასეა
როდესაც  ნებდები მის უხმო კაპრიზებს,
წვიმა კი მოლბერტზე ხვეულ თმას უსველებს...
ღამეა, კვამლისფრად ანთია პარიზი,
შენ ხატავ სურვილად ქალს – მაღალ ქუსლებზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს