 | ავტორი: ირინკა ჟანრი: საბავშვო 7 აპრილი, 2014 |
ისე უცებ გამაღლდა, გაიზარდა ბომბორა, მეტისმეტი ჭამისგან, თავი დააქვს გოდორა.
გადაწყვიტა, დღეიდან სახლს უნდაო დარაჯი, დასაღრენად მზადა ვარ, თუ ვინმეზე გავჯავრდი.
კარგი ჯარისკაცივით სახლსაც იცავს, ეზოსაც, მეგობრების ყეფაზე არ გადავა მეზობლად.
გადიდგულდა ძალიან ეზოს მამამთავარი, ჰგონია, რომ ყოველთვის არის სხვებზე მართალი.
ფისუნია ფეფიტოს, დააწყვიტა ნერვები, “მაგის შიშით ჩემს კნუტებს, მზეზე ვერ ვეფერები“.
საქათმესაც შეუჩნდა: ,,მორჩეს აქ ყაყანიო, ერთი მატლის გაყოფას, რად უნდა კაკანიო?”
მერე, ხბოსთან თამაშში კბენაც მოიშველია, ხბომ კი ეს აბეზარა, კუდით მოიგერია.
ის-ის იყო იხვები წყალთან ფერხულს მართავდნენ, რომ გოდორამ გუბეში მოადინა ზღართანი.
გაიწუწა, გაბრაზდა, სირცხვილისგან გაშავდა, და ეზოშიც არავინ აღარაფერს აშავებს.
ამშვიდებენ: "ბომბორა აბა რატომ გაჯავრდი? მაინც ყველა ვამაყობთ შენისთანა დარაჯით".
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. მომეწონა! :) მომეწონა! :)
20. ცოცხალი ლექსია და ბევრ ლამაზ სურათს დაანახებს ბავშვებს :) ის-ის იყო იხვები წყალთან ფერხულს მართავდნენ, რომ გოდორამ გუბეში მოადინა ზღართანი.
აქ, თითქოს, კი-ს მაგივრად რომ-ით დაკავშირება უფრო მოუხდა. ცოცხალი ლექსია და ბევრ ლამაზ სურათს დაანახებს ბავშვებს :) ის-ის იყო იხვები წყალთან ფერხულს მართავდნენ, რომ გოდორამ გუბეში მოადინა ზღართანი.
აქ, თითქოს, კი-ს მაგივრად რომ-ით დაკავშირება უფრო მოუხდა.
19. ასკლიპიოდოტა რა საყვარელიაააააააააა :))))
მერაბ :)
ლუტეცია :)
ტენდი, გავასწორე :)
დიდი მადლობა ყველას :* ასკლიპიოდოტა რა საყვარელიაააააააააა :))))
მერაბ :)
ლუტეცია :)
ტენდი, გავასწორე :)
დიდი მადლობა ყველას :*
17. ძალიან კარგი ლექსია, ირინკა :) 5
მაგრამ ვვამაყოფ - არა. ვამაყოფ. :) :** ძალიან კარგი ლექსია, ირინკა :) 5
მაგრამ ვვამაყოფ - არა. ვამაყოფ. :) :**
16. სანამ გაიზრდებოდა ასეთი იქნებოდა ^_^
https://31.media.tumblr.com/4def4c873179aecdde276b4b77a6d35a/tumblr_mm5wi96BYw1r4749xo1_r2_400.gif სანამ გაიზრდებოდა ასეთი იქნებოდა ^_^
https://31.media.tumblr.com/4def4c873179aecdde276b4b77a6d35a/tumblr_mm5wi96BYw1r4749xo1_r2_400.gif
14. დიდი მადლობა ყველას.
აქვე, დღევანდელ დღეს გილოცავთ, ამ დღის მადლი არ მოგკლებოდეთ :) დიდი მადლობა ყველას.
აქვე, დღევანდელ დღეს გილოცავთ, ამ დღის მადლი არ მოგკლებოდეთ :)
13. მომეწონა! ჩემს პატარა ტყუპებს წავუკითხავ! წარმატებები! მომეწონა! ჩემს პატარა ტყუპებს წავუკითხავ! წარმატებები!
12. "ფისუნია ფეფიტოს, დააწყვიტა ნერვები, “მაგის შიშით ჩემს კნუტებს, მზეზე ვერ ვეფერები“."
რატომღაც ეს სტროფი გამოვარჩიე. ირი, კვატები რომ იხვებით შეცვალო? "ფისუნია ფეფიტოს, დააწყვიტა ნერვები, “მაგის შიშით ჩემს კნუტებს, მზეზე ვერ ვეფერები“."
რატომღაც ეს სტროფი გამოვარჩიე. ირი, კვატები რომ იხვებით შეცვალო?
11. გამიხარდა,რომ ძველები და კარგები ბრუნდებიან აქ!
5 გამიხარდა,რომ ძველები და კარგები ბრუნდებიან აქ!
5
8. უყურე შენ მაგ ონავარ ბომბორას :)) უყურე შენ მაგ ონავარ ბომბორას :))
7. კარგია ძალიან ...წარმატებები ...რთულია საბავსვო ენაზე წერა .... +2 კარგია ძალიან ...წარმატებები ...რთულია საბავსვო ენაზე წერა .... +2
6. მომეწონა მე ეს ,,ბომბორა"...ბავშვებსაც მოეწონებათ, რაც კარგია,კარგია! წარმატებები ირინკა + +
(ჩემი ბომბორაც გამახსენა_ რომელიც აღარ მყავს...ჩემი ბიჭის გაზრდილი იყო... :( მომეწონა მე ეს ,,ბომბორა"...ბავშვებსაც მოეწონებათ, რაც კარგია,კარგია! წარმატებები ირინკა + +
(ჩემი ბომბორაც გამახსენა_ რომელიც აღარ მყავს...ჩემი ბიჭის გაზრდილი იყო... :(
4. იმიტომაც დაისაჯა მუხა :) მომავალში ჭკუას ისწავლის :)) გაკოცეთ :* იმიტომაც დაისაჯა მუხა :) მომავალში ჭკუას ისწავლის :)) გაკოცეთ :*
3. რა ავი ბომბორა ყოფილა, ზღაპარს უფრო გავს ვიდრე ლექს. რა ავი ბომბორა ყოფილა, ზღაპარს უფრო გავს ვიდრე ლექს.
2. კარგია,ყოჩაღ... კარგია,ყოჩაღ...
1. კეთილი ლექსი პატარებს! :))
ამათ ვტოვებ ++ კეთილი ლექსი პატარებს! :))
ამათ ვტოვებ ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|