დავტოვე საყვარელი ოჯახი და ამ ოჯახის პატარა წევრი... რომელმაც სიცილით გამომაცილა და მეც გამომყვა მისი აურა...
არც თუ ისე დიდი ხნის მანძილზე, არც თუ ისე დიდი ხნით პირველად გავედი არც თუ ისე დიდ მანძილზე, ფეხი გავმართე, საოცარია, ფეხი ავიდგი...
და მივუყვები ისევ აღმართებს... საუცხოოა ამ დროს ჰაერი, თავისუფლება, საოცარია ფეხი გავმართე...
და ვიყურები შიგადაშიგ ვიტრინებში, მანქანის ფანჯრებში, (როგორც თითოეული თქვენგანი) და ვხედავ საკუთარ თვალებს, რომლებიც ჩასისხლიანებულია, რომლებსაც სათვალე ვერ იცავს მტვრისგან...
მე, დავტოვე საყვარელი ოჯახი და ამ ოჯახის პატარა წევრი...
გავფუჭდი. დედასაც აღარ ვუკითხავ ლექსებს, არადა, როგორი მორიდებით შემოდის ჩემში, იღებს ლოცვების წიგნს და სანამ გავა, ჩემს წაკითულ ლექსს ელოდება.
მე ამ დროს ვდუმვარ და ისიც ჩუმად გადის, არადა მე, გული მწყდება...
და ვუბრუნდები ისევ მანქანებს, ვიტრინებს და მტვრიან ქუჩას, ჩასისხლიანებულ თვალებს, ახლად ადგმულ ფეხს ქვაფენილებს და ტოტუარებს ზოგადად ქალაქს...
და ეს ნაწერიც მომყვება ისე, როგორც მთის სოფელში დარჩენილი ბოლო კომლი, რომლის შვილებმაც დატოვეს სოფელი, იმის იმედად, რომ დაბრუნდებოდნენ, მაგრამ იგვიანებენ, დიდმა ქალაქმა გაუღო კარი და გამოკეტა თავის ერთ ოთახიან ბინაში...
და ეს ნაწერი მომყვება ისე, როგორც ბოლო კომლი, მივიწყებული კი არა, მოლოდინით სავსე, რომელიც მართლდება, ოღონდ მოგვიანებით, როცა დაბრუნდებიან შვილები და საფლავის მოსუფთავებას შეუდგებიან...
და ეს ნაწერი შენია მხოლოდ...
მე, ვუბრუნდები ქალაქის ქუჩებს, ფეხი ავიდგი...
სამწუხაროა, ჯერ სუნთქვა მიჭირს...
და ეს ნაწერი შენია მხოლოდ, შენი თხელი მხრის, გამხდარი ტანის ნაადრევად გაჭაღარავებული თმის, რომელსაც საღებავი ფარავს, ზუსტად ისევე, როგორც ჩასისხლიანებულ თვალებს - სათვალე...
სამწუხაროა, სუნთქვა, რომ მიჭირს...
საოცარია, ფეხი გავმართე და ვთელავ აღმართს,
ბედნიერია ის ბოლო კომლიც, შთამომავლობა იხსენებს ხოლმე და შენი ხშირი თმის თეთრი კონა, როგორ ჩამოჰგავს ქარიან აპრილს და წითელ თვალებს, რომლებსაც სათვალე ვერ იცავს მტვრისგან...
და მე თუ მკითხავ, მეტის ღირსი ვარ... რა ვქნა გავფუჭდი და მეღიმება, ამის ბრალია ეს არეული, მტკიცე ნაწერი...
მაგრამ ფაქტია, დავტოვე ოჯახი და ამ ოჯახის პატარა წევრი, რომელმაც გამოტირების ნაცვლად, ღიმილით გამომაცილა... გამომაყოლა თბილი აურა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ძალიან მომეწონა...:-* იმპრესიონისტები ხომ ფერებით ლაპარაკობენ... მიყვები ფერებს ტილოზე და გრძნობ, გესმის მათი.. .ასე მივყვებოდი ამ ნაწერსაც... ფერებში ვხედავდი კადრებს, შესაბამისი ემოციებით...ავტორიც გვერდით მომსდევდა და მითითებდა,...აი ახლა ყვითელი ფერია, მზესავით ღიმილები ოჯახის პატარა წევრისა...აი ახლა ჩამონაშალი აგურის ფერია, სოფელში დარჩენილი ბოლო კომლის სახლისა..."შენი თხელი მხრის, გამხდარი ტანის"...-აქ კი გამჭვირვალე თეთრი ფერია და ა. შ...
მოკლედ ამხელა კომენტარი რომ დაწერო კაცმა ძალიან უნდა მოგეწონოს ნაწერი ალბათ...ასე იყო აქაც..:-* 555 ძალიან მომეწონა...:-* იმპრესიონისტები ხომ ფერებით ლაპარაკობენ... მიყვები ფერებს ტილოზე და გრძნობ, გესმის მათი.. .ასე მივყვებოდი ამ ნაწერსაც... ფერებში ვხედავდი კადრებს, შესაბამისი ემოციებით...ავტორიც გვერდით მომსდევდა და მითითებდა,...აი ახლა ყვითელი ფერია, მზესავით ღიმილები ოჯახის პატარა წევრისა...აი ახლა ჩამონაშალი აგურის ფერია, სოფელში დარჩენილი ბოლო კომლის სახლისა..."შენი თხელი მხრის, გამხდარი ტანის"...-აქ კი გამჭვირვალე თეთრი ფერია და ა. შ...
მოკლედ ამხელა კომენტარი რომ დაწერო კაცმა ძალიან უნდა მოგეწონოს ნაწერი ალბათ...ასე იყო აქაც..:-* 555
5. "ეს არული და მტკიცე ნაწერი..."
ჰო, ასეთია.
"ეს არული და მტკიცე ნაწერი..."
ჰო, ასეთია.
4. კი, გამოვიდოდა აქედან ლექსი. კი, გამოვიდოდა აქედან ლექსი.
3. გავფუჭდი. დედასაც აღარ ვუკითხავ ლექსებს, არადა, როგორი მორიდებით შემოდის ჩემში, იღებს ლოცვების წიგნს და სანამ გავა, ჩემს წაკითულ ლექსს ელოდება.
არასწორად დავაკოპირე. წინა კომენტარი ამ სტროფს გულისხმობს. გავფუჭდი. დედასაც აღარ ვუკითხავ ლექსებს, არადა, როგორი მორიდებით შემოდის ჩემში, იღებს ლოცვების წიგნს და სანამ გავა, ჩემს წაკითულ ლექსს ელოდება.
არასწორად დავაკოპირე. წინა კომენტარი ამ სტროფს გულისხმობს.
2. ავტორი: ირაკლი ბერია ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 1 2 3 4 5
3 აპრილი, 2014 * * *
დავტოვე საყვარელი ოჯახი და ამ ოჯახის პატარა წევრი... რომელმაც სიცილით გამომაცილა და მეც გამომყვა მისი აურა...
არც თუ ისე დიდი ხნის მანძილზე, არც თუ ისე დიდი ხნით პირველად გავედი არც თუ ისე დიდ მანძილზე, ფეხი გავმართე, საოცარია, ფეხი ავიდგი...
და მივუყვები ისევ აღმართებს... საუცხოოა ამ დროს ჰაერი, თავისუფლება, საოცარია ფეხი გავმართე...
და ვიყურები შიგადაშიგ ვიტრინებში, მანქანის ფანჯრებში, (როგორც თითოეული თქვენგანი) და ვხედავ საკუთარ თვალებს, რომელიც ჩასისხლიანებულია, რომელსაც სათვალე ვერ იცავს მტვრისგან...
მე, დავტოვე საყვარელი ოჯახი და ამ ოჯახის პატარა წევრი...
გავფუჭდი. დედასაც აღარ ვუკითხავ ლექსებს, არადა, როგორი მორიდებით შემოდის ჩემში, იღებს ლოცვების წიგნს და სანამ გავა, ჩემს წაკითულ ლექსს ელოდება.
ფრიად. ამ ადგილს და კიდევ რამოდენიმეს.
მთლიანობაში ერთი 3 ჯერ მაინც უნდა გადაწურო და ლექსი დაგრჩება. ნუ დაიზარებ.
ავტორი: ირაკლი ბერია ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 1 2 3 4 5

1. და შენი ხშირი თმის თეთრი კონა, როგორ წააგავს ქარიან აპრილს და წითელ თვალებს, რომელსაც სათვალე ვერ იცავს მტვრისგან...
და შენი ხშირი თმის თეთრი კონა, როგორ წააგავს ქარიან აპრილს და წითელ თვალებს, რომელსაც სათვალე ვერ იცავს მტვრისგან...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|