| ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია 5 აპრილი, 2014 |
ჩემი ბაკე
სოფელი ... ბაკეში ბიბინებს ბალახი, სურვილი მძლავრობს და ოცნებას არ მაცლის, ჭიშკარი შევაღე, ,,გაიხსნა" ზღაპარი, მწვანეში ჩაფლული დრო-ჟამით დამდნარი... იმერულ ოდაში ტრიალებს ნაღველი; წინაპარს შევცქერი.. შიშველი ხელებით აწმყოში ვვარსებობ და წარსულს ვეხები, ძელური მარანი ... და ისიც, ჭანჭური, მომავლის სახელზე ბაბუას დარგული, ფერმკრთალი ფოთლებით, შეყრილი სიბერით, ფიქრებით, ნაღველით, სითბოთი მიმელის, ფესვები, ფეხები, მიწაში ჩარგული, სიზმარში ტკივილად მრავალჯერ ნახული. მეძახის, მომიხმობს ჭანჭური ,,სეხნია," აწმყო და წარსული სიცოცხლეს ელტვიან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. მომეწონა ++ მომეწონა ++
20. კარგია. უფრო მომანატრა მეც იმერეთი... "ვარსებობ" - ერთი "ვ" ზედმეტია.
კარგია. უფრო მომანატრა მეც იმერეთი... "ვარსებობ" - ერთი "ვ" ზედმეტია.
19. სიცოცხლით სავსე ლექსია! წარმატებები! სიცოცხლით სავსე ლექსია! წარმატებები!
18. კარგია ძალიან, იქ ბაბუის ნაცვლად ბაბუას უნდა, შეასწორეთ. წარმატებები. კარგია ძალიან, იქ ბაბუის ნაცვლად ბაბუას უნდა, შეასწორეთ. წარმატებები.
17. კარგია ძალიან, იქ ბაბუის ნაცვლად ბაბუას უნდა, შეასწორეთ. წარმატებები. კარგია ძალიან, იქ ბაბუის ნაცვლად ბაბუას უნდა, შეასწორეთ. წარმატებები.
16. მეძახის, მომიხმობს ჭანჭური ,,სეხნია," აწმყო და წარსული სიცოცხლეს ელტვიან.++ მეძახის, მომიხმობს ჭანჭური ,,სეხნია," აწმყო და წარსული სიცოცხლეს ელტვიან.++
15. mshvenieria +2 mshvenieria +2
14. მადლობა ყველას. მადლობა ყველას.
13. კარგი განცდაა სოფელში მამა-პაპისეულ კერაში, ძველ და მოძენძილ ხალიჩაზე წამოკოტრიალება შენი სეხნია ხის ქვეშ :) კარგი განცდაა სოფელში მამა-პაპისეულ კერაში, ძველ და მოძენძილ ხალიჩაზე წამოკოტრიალება შენი სეხნია ხის ქვეშ :)
12. კარგ განწყობაზე, რომ დაგაყენებს ისეთი ლექსია
კარგ განწყობაზე, რომ დაგაყენებს ისეთი ლექსია
11. ახლა გასაგებია, :) ახლა გასაგებია, :)
10. ნინო, რატომ გაიკვირვე? ჩემს სახელზე იყო დარგული ჩემი დაბადების შემდეგ და ამ ხეს თემურის ვეძახდი. ნინო, რატომ გაიკვირვე? ჩემს სახელზე იყო დარგული ჩემი დაბადების შემდეგ და ამ ხეს თემურის ვეძახდი.
9. ჭანჭური სეხნია? :)
ჭანჭური სეხნია? :)
8. ჩემი სოფლის ნოსტალგია მომიტანა ჩემი სოფლის ნოსტალგია მომიტანა
7. მომეწონა ++ მომეწონა ++
5. ჯონათან, ჯერ გმადლობთ შეფასებისთვის. ბაკე ზემოიმერულ დიალექტზე სახლის წინა ეზოს ნიშნავს. ეზო-ბაკე. ჯონათან, ჯერ გმადლობთ შეფასებისთვის. ბაკე ზემოიმერულ დიალექტზე სახლის წინა ეზოს ნიშნავს. ეზო-ბაკე.
4. "ბაკე" სოფლის სახელია? მეგონა იმერეთის ყველა სოფელი ვიცოდი :)
და სოფელი თუ არაა და სიტყვაა იმერული დიალექტიდან, მით უარესი ჩემთვის:)
ჭანჭური მოუხდა ლექსს.
"ბაკე" სოფლის სახელია? მეგონა იმერეთის ყველა სოფელი ვიცოდი :)
და სოფელი თუ არაა და სიტყვაა იმერული დიალექტიდან, მით უარესი ჩემთვის:)
ჭანჭური მოუხდა ლექსს.
3. მაგდალენა საბოდიშო არაფერია.. კარგია რომ შემისწორეთ. რადგან ,,ფეხშიშველი" ვერ ჩავაჯინე რითმაში, ,,შიშველი ხელებით" ვეხები წარსულს უნდა დამეწერა და შევცდი. გავასწორე.
მაგდალენა საბოდიშო არაფერია.. კარგია რომ შემისწორეთ. რადგან ,,ფეხშიშველი" ვერ ჩავაჯინე რითმაში, ,,შიშველი ხელებით" ვეხები წარსულს უნდა დამეწერა და შევცდი. გავასწორე.
2. გეთანხმებით, ზღაპრულია იმერული ოდა, მარანიც _ წინაპრის ხელშენავლები...
ვფიქრობ, ფეხშიშველა უფრო პოეტურია, ვიდრე "შიშველი ფეხები" და "ფეხები" ორჯერ ნახსენები ამ ლექსში. თემურ, მაპატიეთ, მაგრამ "ნახული" აქ ნამეტანი იმერულია. არ მიწყინოთ, მეც იმერელი ვარ. გეთანხმებით, ზღაპრულია იმერული ოდა, მარანიც _ წინაპრის ხელშენავლები...
ვფიქრობ, ფეხშიშველა უფრო პოეტურია, ვიდრე "შიშველი ფეხები" და "ფეხები" ორჯერ ნახსენები ამ ლექსში. თემურ, მაპატიეთ, მაგრამ "ნახული" აქ ნამეტანი იმერულია. არ მიწყინოთ, მეც იმერელი ვარ.
1. ამ წამლეკავი ურბანისტული პოეზიის შემდეგ,როგორ პასტორალურ სიმშვიდეს მგვრის ხოლმე ასეთი გულწრფელი ლექსები , მომეწონა + + ამ წამლეკავი ურბანისტული პოეზიის შემდეგ,როგორ პასტორალურ სიმშვიდეს მგვრის ხოლმე ასეთი გულწრფელი ლექსები , მომეწონა + +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|