ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2014


შეხება

                                                          თ-ს
მე, ჩემი ბუნების  პატრონი,
გაგაცნობ ჩემს ბუნებას,
თუ რამე გამომრჩა,
არაფერი დაშავდება მაგით...

აი, ჩემი გული,
თავისი ერთგულებით...

და ჩემი ფიქრის ბნელი მხარე...

აი, იმედი, თავისი გაცრუებით,
თავისი უდრეკი ხასიათით...

აი, სიამაყე...
და აი სული,
თავისი ტანჯვით,
თავისი მრუშობით...

აი, სიყვარული
და აი, ზიზღი...

ეს, არის ჩემი ბუნება...
თავისი ნანგრევებით,
შენობებით,
რელიეფით,
ისტორიით...

შენ რომელიმეს დაადე თითი,
მე ხელს ჩაგკიდებ
და მოგატარებ იმ ადგილს სწორედ...
და დეტალურად აღგიწერ
თითოეულ მის წერტილს,
როგორც – გამოცდილი გიდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები