მოუთმენლობამ შემიპყრო. საღამომდე როგორმე უნდა გამეყვანა დრო. გემზეც არა იყო საქმე და ბიჭებიც აქეთ-იქით გაფანტულიყვნენ. ზოგი იქვე სადგურის გვერდით მოკალათებულიყო და ბანქოს თამაში გაეჩაღებინათ. მეც მიმიწვიეს , მაგრამ ახლა მარტო ყოფნა მერჩია და ზღვის ნაპირს გავყევი. ჯიბეში ხელებჩაწყობილი მივდიოდი და ფეხით ქვებს ვეთამაშებოდი. ვფიქრობდი რას ვეტყოდი? როგორ ვეტყოდი? ერთდროულად მეუფლებოდა სიხარულისა და შიშის განცდა, იმედისა და სასოწარკვეთის. იქნებ არ მოვიდეს? ან იქნებ სხვა უყვარს? ათასი კითხვა ტრიალებდა ჩემს თავში და ზღვიდან მონაბერი გრილი სიო სასიამოვნოდ ელამუნებოდა ჩემს გახურებულ სხეულს. ახლაც არ მახსოვს, საიდან გაჩნდა იქ. უკან მომყვებოდა თუ შემთხვევით შემხვდა, ის ბუხრის გვერდით მჯდომი ბიჭი. წინ ამესვეტა და გზა გადამიღობა. მარტო არ მოსულიყო, მეგობარიც ახლდა. არაფერი მითქვამს, ახლა ყველაზე ნაკლებად მქონდა საქმის გარჩევის სურვილი და გვერდი ავუქციე. უხეშად მწვდა ხელში და შემაჩერა. -საით ძმობილო?! დიდხანს ხომ არ მოგიწიათ აქ გაჩერებამ?! -გამეცალე!- უხეშადვე მივუგე მეც. -ვერ გაგეცლები. მე და შენ ძველი ანგარიშები გვაქვს, ხომ არ გავიწყდება? -ჩხუბი გინდა?- ვუთხარი და ხელი გავითავისუფლე. -არა, შენისთანებთან არ ვჩხუბობ, მხოლოდ ჩემს ძალას ვაჩვენებ- მითხრა და მუჭი მომიქნია. არ ველოდი და წავიქეცი, სისხლის მომლაშო გემოც ვიგრძენი პირში, როგორც ჩანს ტუჩი გამისკდა. ზემოდან დამცინავად დამყურებდა ჩემი მოწინააღმდეგე. ეგონა ამით გაათავა საქმე და უხაროდა. წამოდგომა დავაპირე და ვიგრძენი როგორ მომხვდა, ახლა სხვა მხრიდან. მის მეგობარს ეკუთვნოდა ეს წიხლი. მზე თითქმის გადაწვერილიყო, მალე მოსაღამოვდებოდა, ამიტომ დროზე უნდა მომემთავრებინა ამ ყმაწვილებთან საუბარი. ძალები მოვიკრიბე და გამძვინვარებული წამოვხტი, ჯერ ჩემს ზურგს უკან მდგომს ვეცი, ძირს დავაგდე და ისეთი ვუთავაზე, ადგომის თავი აღარ ჰქონდა. მერე ჩემს მთავარ მეტოქეს მოვუბრუნდი. მოესწრო და დანა გაეშალა. ცხვირწინ მიტრიალებდა და დარტყმას ცდილობდა. რამდენჯერმე მოხერხებულად ავიცდინე და ხელი ავუკარი. თავის დანებებას არ ფიქრობდა, მტკიცედ გადაეწყვიტა ჩემი დაჭრა და სახეზეც მძულვარება ეხატა. -რისთვის მოხვედით ჩვენს ქალაქში?! სხვაგან ნავსადგური ვერ ნახეთ? -ნავსადგური იმისაა, გემი გაჩერდეს.-შიგადაშიგ ფრაზებს ვესროდით ერთმანეთს. -იმ დუქანში რისთვის დადიხარ? ის გოგო მხოლოდ მე მეკუთვნის, პირობა აქვს ბებერს მოცემული.-ასე, ჩემი საოცნებო ასულის მამას იხსენიებდა. ამ სიტყვებმა ისე გამაბრაზა, აღარ დაგიდევდით მის მოელვარე დანას, გაშმაგებული ვურტყამდი, სადაც მხვდებოდა. ჩემი უპირატესობა აშკარა იყო, მაგრამ არც მე მადგა კარგი დღე. იარაღი გაეკრა და სისხლი მდიოდა. აუცილებლად ერთ-ერთის სიკვდილით დამთავრდებოდა ჩვენი ბრძოლა, შემთხვევით გამვლელ, ადგილობრივ მაცხოვრებლებს რომ არ მოესწროთ. გაგვაშველეს და ჩხუბისთავი წაიყვანეს. მე სადგურამდე მიმაცილეს. ჭრილობა ღრმა არ იყო, მაგრამ დაჟეჟილი სხეული მტეხდა. ჩუმად მოვიბანე ნაჭრილებევი და ტანსაცმელი გამოვიცვალე. არ მინდოდა კაპიტანს მოეკრა თვალი, აყალ-მაყალს ვერ იტანდა და არ მომიწონებდა ამ საქციელს. ჩემს ლოგინზე მივწექი და დასვენება ვცადე, მალე შეხვედრა მელოდა და უნდა მომეშორებინა ჩხუბის კვალი. გული დამძიმებული მქონდა, გონებიდან არ ამომდიოდა ბიჭის სიტყვები,- პირობა აქვს მოცემულიო. ასეთ ფორიაქში ვიყავი, მაგრამ დაღლილობამ თავისი გაიტანა და წამთვლიმა. როდესაც გამეღვიძა, უკვე შებინდებულიყო. სასწრაფოდ წამოვდექი, სარკეში შევავლე საკუთარ გამოსახულებას თვალი და გარეთ გამოვედი. მთლად კარგად ვერ ვიყავი, მაგრამ ვერაფერი გადამაფიქრებინებდა მის ნახვას. ბაზრისკენ წავედი, თან გული გამალებით მიცემდა. ისეთი ადგილი შევარჩიე, სადაც ნაკლებად მოგვწვდებოდა ადამიანთა თვალი და დაველოდე. დილისგან განსხვავებით ახლა თითქმის უკაცრიელი იყო აქაურობა. რამდენიმე საათის წინ დახუნძლული მაგიდები დაცარიელებულიყო. სავაჭრო დახლებს უკან, მწვანედ აშოლტილ ამბრის ხეებს ამოვეფარე და მოლოდინად ვიქეცი. ცას უკვე სიშავე შეჰპარვოდა და პირველი ვარსკვლავიც ბრწყინავდა. ნათლად ჩანდა ყოველივე და კარგად გავარჩიე ბაზრისკენ მომავალი ქალიშვილი. სიფრთხლით ადგამდა ნაბიჯებს და უკან იხედებოდა, ალბათ ეშინოდა არავის შეემჩნია. სამალავს რომ მოუახლოვდა, გამოვედი. ჩემს დანახვაზე შედგა. ბინდის მიუხედავად დავინახე, როგორ გაწითლდა. იდგა ჩემს წინ და მორცხვად დაეხარა თავი. უჩვეულო სითბოს ვგრძნობდი მთელს სხეულში, მინდოდა გულში ჩამეკრა და მოვფერებოდი. მაგრამ ვერ ვბედავდი. მხოლოდ შევყურებდი და ვუღიმოდი. -ლამაზია.- მითხრა და მარგალიტის სამაჯურიანი მაჯა მაჩვენა. -თქვენ უფრო მეტად.-ვთქვი და გავჩუმდი. -სათქმელი გქონდათ.. -მე...მე თქვენ მომწონხართ, არა უფრო მეტი... მე სულ თქვენზე ვფიქრობ. იმ წუთიდან, რაც დაგინახეთ. -სულ ჩემზე ფიქრობთ?- კითხვა დამიბრუნა და გამომცდელი თვალებით შემომხედა. ისეთით, შენს შიგნით რომ იხედება და ყველაზე ფარული აზრების წაკითხვა უნდა. -სულ, სულ.-ჩურჩულით ვთქვი. -ეს რა გაქვთ?- შეშფოთებით მკითხა და გახეთქილ ტუჩზე მომისვა ხელი. მის შეხებაზე ყველა მორიდება სადღაც გამიქრა, ხარბად დავეწაფე მის თითებს და დავუკოცნე. მერე წელზე მოვხვიე ხელი და ჩემსკენ მივიზიდე. ოდნავ გამიძალიანდა, მაგრამ ეს უფრო ქალური მორცხვობა იყო, ვიდრე უარი. ვუკოცნიდი სახეს, თვალებს და ვგრძნობდი, მასაც ისეთივე ძლიერი სურვილი ჰქონდა ჩემი, როგორც მე. ორივესთვის თავდავიწყება იყო ეს კოცნა...თავდავიწყება. ეეჰ, მხოლოდ საყვარელ ადამიანთან სიახლოვემ შეიძლება ეს განგაცდევინოს, მხოლოდ საყვარელ ადამიანთან. ვნება სხვაა და როცა გიყვარს, სხვა. კაცი ვიყავი და ქალის ალერსი უცხო არ ყოფილა ჩემთვის, მაგრამ ასეთი? ასეთი რამ სხვა დროს არ განმიცდია. კიდევ დამისხი შვილო წყალი და წადი. წადი, დღეს მეტს ვერას გიამბობ, არის წამები, როცა მარტო გინდა შენს მოგონებებთან დარჩე, სრულიად მარტო.- ეს მითხრა და სისველე გაუჩნდა თვალში. მივხვდი ახლა აქ ზედმეტი ვიყავი, უნდა წავსულიყავი და დამეტოვა თავის სულიერ მღელვარებასთან ერთად. წყლით შევუვსე ჭიქა და კარი გამოვიკეტე. გარეთ გამოსულმა ხარბად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი და დაღმართს დავუყევი. მთელი გზა, სანამ ჩემს სახლამდე მივიდოდი, მის მონაყოლზე ვფიქრობდი. იმ საღამოსაც მასზე ვფიქრობდი და ძილშიც ის ხე მესიზმრა. ოღონდ ბორცვის ნაცვლად, მოხუცის ეზოში ამოსულიყო და მარგალიტის სამაჯურები მოესხა.
( გაგრძელება იქნება )
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. გამახარე მუხა, დიდი მადლობა. არ მიფიქრია სათაურზე მასე. მართალი ხარ, უგრძნობ, უემოციო ქალს ნამდვილად ეძახიან ხეს.:) ვიფიქრებ სათაურზე. გამახარე მუხა, დიდი მადლობა. არ მიფიქრია სათაურზე მასე. მართალი ხარ, უგრძნობ, უემოციო ქალს ნამდვილად ეძახიან ხეს.:) ვიფიქრებ სათაურზე.
8. ძალიან საინტერესო და გემოვნებიანი ნაწერია, მომწონს სიუჟეტი, რაც ვიფიქრე შენიშვნისთვის, უკვე დაუწერიათ, აღარ გავიმეორებ,მინდა გამოვთქვა ჩემი მოსაზრება (შენიშვნად არ მიიღო) სათაურის შესახებ, იმდენად შინაარსიანი ნაწარმოებია, რომ სათაური "ხე -ქალი" ორ ზროვნად აღვიქვი. ჩვენსკენ ხე-ქალს იძახიან ისეთ ქალს, რომელსაც ემოციები ლაბილური აქვს, ნაკლებად მგრძნობიარე, ცივი, , უღიმილო, ამბობენ : ნამდვილი ხე-ქალია რა არა ამ მოთხრობას არ ეხება, ეს ისე ცნობისათვის. ძალიან საინტერესო და გემოვნებიანი ნაწერია, მომწონს სიუჟეტი, რაც ვიფიქრე შენიშვნისთვის, უკვე დაუწერიათ, აღარ გავიმეორებ,მინდა გამოვთქვა ჩემი მოსაზრება (შენიშვნად არ მიიღო) სათაურის შესახებ, იმდენად შინაარსიანი ნაწარმოებია, რომ სათაური "ხე -ქალი" ორ ზროვნად აღვიქვი. ჩვენსკენ ხე-ქალს იძახიან ისეთ ქალს, რომელსაც ემოციები ლაბილური აქვს, ნაკლებად მგრძნობიარე, ცივი, , უღიმილო, ამბობენ : ნამდვილი ხე-ქალია რა არა ამ მოთხრობას არ ეხება, ეს ისე ცნობისათვის.
7. მადლობა მაგდალენა ბეი. :) გაგიგებთ რათქმაუნდა, მკითხველის თვალით დანახული შენიშვნები მნიშვნელოვანია. მადლობა მაგდალენა ბეი. :) გაგიგებთ რათქმაუნდა, მკითხველის თვალით დანახული შენიშვნები მნიშვნელოვანია.
6. ძალიან კარგად ხატავთ სურათებს. მომეწონა, მოხუცის ეზოში რომ ამოიყვანეთ ხე.
ჯერ არ დასრულებულა "ხე-ქალი", მაგრამ როდესაც ვგრძნობ, რომ ნაწარმოებს რაღაც თავისებური, მისთვის დამახასიათებელი სუნი დაკრავს, ვფიქრობ, რომ საინტერესო წასაკითხი იქნება. ერთი შენიშვნა მაქვს მხოლოდ. ნავსადგურის, ღამის ქალაქის ქუჩების ფონზე თითქოს მოულოდნელად შემომეჭრა შემდეგი წინადადება "ჩუმად დავიმუშავე ნაკაწრები" და ამბულატორიის სუნი ვერ მივუსადაგე ამ ნაწერს. არ მგონია, ნაკაწრებს დამუშავება ჭირდებოდეს. ჭრილობაც რომ ყოფილიყო ალბათ, სხვანაირად თქმას უფრო მოიხდენდა ამ გმირიდან გამომდინარე. ვგულშემატკივრობ ძალიან ამ ავტორს და იმისიც მჯერა, გამიგებს, რასაც ვამბობ. წარმატებები ძალიან კარგად ხატავთ სურათებს. მომეწონა, მოხუცის ეზოში რომ ამოიყვანეთ ხე.
ჯერ არ დასრულებულა "ხე-ქალი", მაგრამ როდესაც ვგრძნობ, რომ ნაწარმოებს რაღაც თავისებური, მისთვის დამახასიათებელი სუნი დაკრავს, ვფიქრობ, რომ საინტერესო წასაკითხი იქნება. ერთი შენიშვნა მაქვს მხოლოდ. ნავსადგურის, ღამის ქალაქის ქუჩების ფონზე თითქოს მოულოდნელად შემომეჭრა შემდეგი წინადადება "ჩუმად დავიმუშავე ნაკაწრები" და ამბულატორიის სუნი ვერ მივუსადაგე ამ ნაწერს. არ მგონია, ნაკაწრებს დამუშავება ჭირდებოდეს. ჭრილობაც რომ ყოფილიყო ალბათ, სხვანაირად თქმას უფრო მოიხდენდა ამ გმირიდან გამომდინარე. ვგულშემატკივრობ ძალიან ამ ავტორს და იმისიც მჯერა, გამიგებს, რასაც ვამბობ. წარმატებები
5. jonatan livingston-ს, ჭას, ნეფერტარს, ნ-ი-კ-ი-ს დიდი მადლობა რომ კითხულობთ. :) jonatan livingston-ს, ჭას, ნეფერტარს, ნ-ი-კ-ი-ს დიდი მადლობა რომ კითხულობთ. :)
4. ისევ მოკლე ნაწილი თუმცა გრძელი ტექსტების კითხვა ეზარებათ ხოლმე და ალბათ მაგიტომ
კარგი თხრობაა იმედია ფინალიც შესაბამისად კარგი ექნება ისევ მოკლე ნაწილი თუმცა გრძელი ტექსტების კითხვა ეზარებათ ხოლმე და ალბათ მაგიტომ
კარგი თხრობაა იმედია ფინალიც შესაბამისად კარგი ექნება
3. "იმ საღამოსაც მასზე ვფიქრობდი და ძილშიც ის ხე მესიზმრა. ოღონდ ბორცვის ნაცვლად, მოხუცის ეზოში ამოსულიყო და მარგალიტის სამაჯურები მოესხა.: :)
"იმ საღამოსაც მასზე ვფიქრობდი და ძილშიც ის ხე მესიზმრა. ოღონდ ბორცვის ნაცვლად, მოხუცის ეზოში ამოსულიყო და მარგალიტის სამაჯურები მოესხა.: :)
2. რა ლამაზი ამბავია და რა კარგად ყვებით...:-* მეჩქარება გაგრძელება... 5 რა ლამაზი ამბავია და რა კარგად ყვებით...:-* მეჩქარება გაგრძელება... 5
1. ლეგენდების იდუმალება, ზღვისპირა ამბების მომლაშო არომატი და რომანის კლასიკური ფაბულა განაპირობებს , რომ საინტერესოდ იკითხება და გინდა-მალე გაგრძელდეს.
ლეგენდების იდუმალება, ზღვისპირა ამბების მომლაშო არომატი და რომანის კლასიკური ფაბულა განაპირობებს , რომ საინტერესოდ იკითხება და გინდა-მალე გაგრძელდეს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|