| ავტორი: ბაჩო. ჟანრი: პოეზია 16 აპრილი, 2014 |
შენი სახლიდან ისევ მიხმობს შენი წიგნები: მარკესი, ჰესე, დოსტოევსკი, ცოტა ფოლკნერი და თუკი შენთან ერთად ისევ გარდავიქმნები, აღარ მოვკვდები.
ისევ მეძახის ძველი ხმები, ისევ აღმაგზნებს და თან გრძნობები დამიგროვდა უკვე იმდენი რომ თუ მოვივლით ძველებურად აღმა–დაღმა გზებს, აღარ მოვკვდები, როგორც იდენი.
თუკი გამიღებ სახლის კარებს, როგორც გულისას მიღებდი ადრე და სიყვარულიც არ დამოკლდება, ისევ მოგიტან "ტრამალის მგელს", "შიმშილს", "ულისეს" და ჩემი სულიც აღარ მოკვდება.
შენი სახლიდან ისევ მიხმობს შენი წიგნები: მარკესი, ჰესე, დოსტოევსკი, ცოტა ფოლკნერი და თუკი შენთან ერთად ისევ გარდავიქმნები, აღარ მოვკვდები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. წარმატებები... წარმატებები...
3. წიგნის წასაკითხად ეჩქარებოდა ეტყობა და ბოლოში ვეღარ ჩასვა რიტმში:) წიგნის წასაკითხად ეჩქარებოდა ეტყობა და ბოლოში ვეღარ ჩასვა რიტმში:)
2. საინტერესოა :)
საინტერესოა :)
1. ნაკითხი ადამიანი ჩანს ავტორი :)
ნაკითხი ადამიანი ჩანს ავტორი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|