ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2014


ღამის წირვა დანახული ღია თვალებით

ტაძარში იღვრება მხოლოდ მთვარი შუქი
და ფსალმუნების არ ისმის გალობა,
ქრება ილუზია როგორც ნისლის ბუქი,
ქანაობს კანდელი, ქალწულის წყალობად

და ჯვარცმა, დაღლილი მლოცველთა ვედრებით,
ხმადაბლა სუნთქავს, ნაცემი ფილტვებით
ტაძარი ივსება ანგელოზ მხედრებით,
შიშის და სიხარულის ოფლით მე ვილტვები,

ნაჭედი ლურსმანი, ჯვარცმიდან ვარდება
ისვენებს მაჯა მთელი დღის აჯებით,
საკურთხეველი იხსნება ფარდებად,
ჩანან ანგელოზნი, მხეცნი და ქაჯები

ჯვარცმიდან ქრება ფორმები სხეულის,
იშლება ფრესკები მისი ბრწყივალებით,
და ყველასაგან მარტო და ეული
ივსება ტაძარი მაცხოვრის თვალებით,

აქ მრევლს შეადგენენ თავად წმინდანები
და მათი გალობით იწყება ლოცვები,
სარკმელებიდან ჟღერენ ეჟვანები
და ისმის შრიალი მხოლოდ გაოცების

აქ წმინდა კვამლივით ქრება კანკელი,
ქრისტე დგას, წინ უდგას მას ორი ბარძიმი,
ბარძიმზე ხატია ვერძი ვით არწივი,
და ვდგავარ ტაძარში ძველ დროშის კონკივით,

მაცხოვარს უპყრია დანა გალესილი,
გარშემო ფრენენ ანგელოზთ გუნდები,
ვარ, სანდლის მტვერივით სიჩუმით მოსილი,
უფრო და უფრო მეტად რომ ვჩუმდები

ზემოთ ვიყურები–არ არის გუმბათი,
მის ნაცვლად ახურავს მას მთელი კოსმოსი,
ტრიალებს კოსმოსი, სინათლის ლუმბათი
ჩნდება და იშლება ცხრაფერი ოსმოსით

შუბლსა და მაჯებს დანით ის ისერავს,
ბარძიმში მის ერად
იღვრება
სინათლის წვეთები,
ნაწილი ვერთდები
მთელთან მე მიზერად
და საკუთარ სულს ცეცხლივით ვედები,

უცებ, მკერდში იცემს ის დანის ბასრებას,
და გული გამოაქვს მფეთქავი, ცოცხალი
ამ დროს, შიშისგან, იქ ყველას აზრება,
მაგრამ იქ კრავია ღმერთივით მოწყალე

ის ყველას ათბობს უწყვეტი რიტმებით,
და გულს ასვენებს ბარძიმში ჩაშვებით
უსივრცო, გაშლილი გველს მეც ვერითმები,
სინათლით მოსილი ჩვენ უფლის ბავშვები

ვდგავართ, ხელაპყრობით სულეთის თასები
ივსება ტაძრები, წყალობის გალობით,
და ყოველ ღაღადზე, ჩვენს ნაკლთა ამვსები,
ჟრიალით ჩამოდის: შალომი!!! შალომი!!!

აქ უკვე თენდება, აქ მზე იწვერება
და ტაძრის კარს აღებს პირველი მლოცველი,
და დროშემორტყმული სივრცე იწერება,
რეალურობის განცდათა მხოცველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები