ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეკატერინა
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2014


"მე ვხედავ მზეს"

ჩვენს ოთახში დიდი,ძალიან დიდი ფანჯარაა,
სადაც ფარდა...ფარდა ცის ფერია....
ზუსტად ცისფერი,არც ცოტა ღია,არც უფრო მუქი.
ყოველ დილით,როცა ვიღვიძებ,ვხედავ იმ ფარდას,
რომელიც სულ ცა მგონია...
მერე აჩქარებით მივირბენ და გადავწევ,
რომ მეორე ცა დავინახო...
მეორე ცაზე მზეა.
მე ისევ ვწვები შენს გვერდით,
ხელებს თავქვეშ ვილაგებ და ვფიქრობ,
რომ ჩვენს ფარდას მხოლოდ აკლია
მზე...
შენ ახელ თვალებს და მე უკვე მერამდენედ გეჩურჩულები..._
_მიყიდე რა...ბევრი ყვითელი ფლომასტერი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები