 | ავტორი: ნიგოზა ჟანრი: პოეზია 3 დეკემბერი, 2008 |
წერილად დაწყებული
თბილისი, აკ. წერეთლის გამზ.73-ი. ვინ იცის სად არის მამაჩემი გაზრდილი წამებ-წვალებით... და რაჭა, ონი, სოფ. სევა, ლუბას. აქ მგონი, ისე მშვიდობა ექნას უფალს!
,,ქალაქს რა უნდათო?!-ვაი დედუაო! მარტვა ლევუშიკა? სხვები რამდენიო?” ასე გაცხარებით ღელავს ბებია და თანაც იწყევლება-,,ქალაქს გამჩენიო!”
რაჭა-ლეჩხუმი ნაგები ძველი, წინ გვიდევს ხელით ნაქარგი რუქა... ,,შემორჩა კიდევ ნადათვარს ბელი?...” მოხუცი ჩუმად ჩონგურზე უკრავს.
მღერის და შორით მყინვარს გაჰყურებს, თვალთ მოსდგომია ცრემლი ნაკადით, როგორც მალამო ედება გულებს, ბუნება, ღმერთო შენი ნაქარგი.
მზემ ჩაიმუხლა, საღამო ხანი, ,,ურავზე ქალ-ვაჟს თავი მიუდგამთ,” წყაროდან მოდის მოხუცი ქალი, თან თავის ხელა ჩაფი შეუდგამს!
როგორ დაბერდა ჩემი სოფელი, რა შებორკილი, მშვიდი გამხდარა, ბაბუ სიმღერა კი დაგრჩა წრფელი, მაგრამ ეგ ჩანგი ცოტა წამხდარა.
სასაფლაოზე ვიყავით მარტო, ბაბუაჩემის ძვლების ამარა... ღამემ დღეს ბოლო ლახვარი ჩასცხო და შავი ფარდაც წამოაფარა...
ზეცა ვარსკვლავთა კალთას იფერთხდა და ნათდებოდა უკუნი-ბნელი, გამთენიისას შევთხოვეთ ღმერთს და ყველა დავლოცეთ ერიც და ბერიც!
თან ცოტუნიკა წითელი ღვინო, თან ცოტუნიკა შაშხი და ლორი... არ დაბეჩავდე ჩემო მამულო, უფალი იყოს შენი გამძღოლი!
რაჭა. სოფ. სევა 1989 წელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ისე, პირველი სტროფი - ალალად არ უხდება ლექსს! ისე, პირველი სტროფი - ალალად არ უხდება ლექსს!
5. თან ცოტუნიკა წითელი ღვინო, თან ცოტუნიკა შაშხი და ლორი... არ დაბეჩავდე ჩემო მამულო, უფალი იყოს შენი გამძღოლი!
უფ, ამ ბოლო სტროფმა დახურა! ნაღდი რაჭული!... 7 თან ცოტუნიკა წითელი ღვინო, თან ცოტუნიკა შაშხი და ლორი... არ დაბეჩავდე ჩემო მამულო, უფალი იყოს შენი გამძღოლი!
უფ, ამ ბოლო სტროფმა დახურა! ნაღდი რაჭული!... 7
4. მომენტებში ძალიან კარგია მომენტებში ძალიან კარგია
1. ცოტუნიკა შენ ვერ ლავეს?! ცოტუნიკა შენ ვერ ლავეს?!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|