ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2014


სოფლიდან ჩამოყოლილი განწყობა

კეთილი გზაო,
მომაძახა ზურგთან სოფელმა,
ჩემი სახლის წინ  დავუყევი ბილიკს თავდაღმა,
წელსაც დამასწრეს ფრინველებმა ადრე მოფრენა
და უფრო გვიან წავლენ ჩემზე,
სანამ დაღამდა,
რატომღაც ვჩქარობ, ვტოვებ მამულს და ჩემს საუფლოს,
(გზად რამდენჯერმე შევჩერდი და ვიბრუნე პირი),
როგორც ყოველთვის,
მომაცილებს მამის საფლავი,
ჭიშკარიდან კი მოხუცების თვალების წყვილი...

ღმერთო მიცოცხლე და მომავალ აღდგომას ალბათ,
ალბათ დავრჩები უფრო დიდხანს, მორიგი ფიცით
ვბრუნდები ქალაქს...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები