ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2014


დრო გამირბის

დრო გამირბის, როგორც ცხენი,
მივდევ, მაგრამ ვერ ვეწევი,
ღმერთო, ცოტა ნელა ქენი,
შეანელე, გეხვეწები...

აღარ ვიზამ, აღარ, მეტჯერ
არ ავყვები წრეზე ტრიალს!
ოღონდ ნელა, თორემ, მე, ჯერ
არაფერი მომისწრია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები