ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2014


თოკზე გაბმული წერილი

მე გადავეშვები
შენს თვალებზე მიბმულ თოკებით
შენი სულის უძირო ზღვებში
დავიკარგები,
ხარ გები,
გხარბდები,
აგეროკები
როგორც ჩრდილი
ჩანჩქერებში შენი ცრემლების,
მე გამოგყვები შენს საფლავშიც
გვერდით ვიწვები,
ვით ტყუპისცალი განუყოფელი
გადაბმული ხერხემალებით,
და გაგვეზრდება ცეცხლის წიწვები,
ვიწვები
ძებნაში დიადის,
შიშის წყვდიადში
მე მოგძებნი
ლურჯ მზედ,
ვუმზერ
და შენს იისფერ სხივებს,
რომელთაც 
შემოვირტყამ რწმენის საჭურვლად
და ჩემს ძარღვებს შენ აგასხამ
რომ არ შეგცივდეს,
რომ არ გახდე კვლავაც მძინარე,
რომ იცოდე ჯერ წინ არის სისხლის მდინარე
და უწინარეს
მე ყოველთა
ჯერ უნდა მოვკვდე,
გადამიაროს ყველა არსებამ,
რათა აღმდგარმა
შემოგხედო,
რომ ვეთავსებით
მიგახვედრო უსიტყველად
და კვლავაც გითხრა...
უთქმელობა და დუმილის ენა




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები