 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 26 აპრილი, 2014 |
ავაჰმე... დაიაურო!
ავაჰმე... დაიაურო! მძიმე დაგიდგა დროება, საკუთარ თავთან საუბრობ, მოგიხდა განმარტოება. უღვთოდ გაგწირა განგებამ... თუმც გასაწირი არ იყავ, შენი ლამაზი ბავშვები არღუნმა სადღაც გარიყა. დამწუხრებულა მუცო და დადუმებულა შატილი, გვერდით აღარ გყავ მეუღლე, ქალი-ჩამგდები მანდილის... ავაჰმე... თურმე ცხოვრება არა ჰყოფილა ადვილი!!!
თეონა ქუმსიაშვილის გარდაცვალებაზედ
როს წახვედი ამ ქვეყნიდან - ხმის პატრონი საოცარი, აგვიტირდა კანდელი და აგვიცრემლდა სალოცავი. თუმც სიმღერებს შენსას ვმღერი, გადვეკიდე არღუნს მტრადა, შეიმოსა თალხით ერი, როს არღუნმა გაგვწირა და ერთიანად დაგვამწუხრა, ცრემლი წასკდა საქართველოს, ქვეყნის ბედზე ძვლებიც სწუხან, ვშიშობ ვეღარც გაამრთელოს ღმერთმა მუცოს იარები... სითბო ყველას გვიწილადე, ჩვენ კი-ვინაც ვიარებით, მოგიგონებთ სიკვდილამდე.
გელა დაიაურს
ქართვლის ჯიშის ვარ... ჯილაგის, მესმის ყივილი სისხლისა! მწამს: გამაჩნდება გვირაბი, ღმერთი ტანჯვისგან გვიხსნისა! ხერგიანივით მტკიცე ხარ, არ გაქვს სიმაღლის შიშიცა! მუცოს პირს მდგარი ციხე ხარ, არაგველების ჯიშისა!
ქუმსიაშვილო თეონა (ექსპრომტი)
ვაი, ვერაგმა მდინარემ წაგვართვა შენი თავია, ვეღარ გიხილავთ მღიმარეს, გლოვის დარეკეს ზარია. წყაროზე ჩავლენ ხელსურით და გამართავენ დღეობას, მოგიგონებენ ხევსურნი ქუმსიაშვილო თეონა.
არღუნო
მე რო მკითხონ: თვით საჯიშე ბიჭებმაც შენს წინაშე თავ არ უნდა დაღუნონ!.. ჩვენი ცოდვამც შენ დაგედვა... მაშ, მითხარ, დედა რატომ აგვიტირე, არღუნო?!
ისევ...
ისევ ბობოქრობს შმაგი არღუნი, თითქოს გვიმზადებს ახალ განსაცდელს, ვართ მარადისი უფლის მსახურნი, ცხოვრება გვაცმევს შავ-შავ ტანსაცმელს. თუმც ისევ რეკენ მუცოს ზარები, არ განელდება მაინც ტკივილი, ააჭრიალა ქარმა კარები და შემომესმა მამლის ყივილი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6.
კარგია ბატონო ოთარ. გულზე მომხვდა. :(
კარგია ბატონო ოთარ. გულზე მომხვდა. :(
5. მე კი მგონია, რომ არ ღირს ,,ბებერაზე" დაჭერა ადამიანისთვის და ტკივილის შეხსენება. უამნაწერებოდაც ვერ დაივიწყებს დაიაური იმ ტრაგედიას და მოვეშვათ, აჯობებს. მე კი მგონია, რომ არ ღირს ,,ბებერაზე" დაჭერა ადამიანისთვის და ტკივილის შეხსენება. უამნაწერებოდაც ვერ დაივიწყებს დაიაური იმ ტრაგედიას და მოვეშვათ, აჯობებს.
4. მართლაც არ შეიძლება ამ ნაწარმოების, ამ ტკივილის შეფასება,
არღუნი-ხევსურთა მოსისხლე, რამდენი ემსხვეპლენ ამ მდინარეს ვინ იცის .
გაიხარე ოთარ! მართლაც არ შეიძლება ამ ნაწარმოების, ამ ტკივილის შეფასება,
არღუნი-ხევსურთა მოსისხლე, რამდენი ემსხვეპლენ ამ მდინარეს ვინ იცის .
გაიხარე ოთარ!
3. ვუერთდები საერთო განწყობას. ++ ვუერთდები საერთო განწყობას. ++
2. აბა რა უნდა თქვა აქ.დიდი სულის ადამიანი უნდა იყო,რომ ასე გაიზიარო სხვისი ტრაგედია და ასე გადმოსცე. ++++++++++++++ აბა რა უნდა თქვა აქ.დიდი სულის ადამიანი უნდა იყო,რომ ასე გაიზიარო სხვისი ტრაგედია და ასე გადმოსცე. ++++++++++++++
1. ეს ისეთი ტრგედიაა...რომ დაგამუნჯებს. კაიხარ ოთარ ეს ისეთი ტრგედიაა...რომ დაგამუნჯებს. კაიხარ ოთარ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|