როდესაც ასე ახლო ჟამი, მე მინდა ვიყო უფრო ნამდვილი, რადგან ყოველი განვლილი წამით, სიკვდილი ხდება უფრო ადვილი,
როდესაც ასე ახლოა ჟამი, ჩემი ხელი ვქსოვ საკუთარ პერანგს, რათა შევმოსო ჩემივე გვამი, შეუმოსავი რომ არის ჯერაც,
ჟამია, როცა ვიტირო ლამის ფიქრები არის იმდენად მძიმე, და ყველა ცხადი, მზიანი ღამის ამ ფიქრებიდან მომდინარ წვიმებს,
მე ვუშვერ სახეს, ტკივილებს ვყლაპავ ზოგიც ჩამომდის ხელებზე, მკერდზე და ვით ქარავანს, ხარანში ვაბამ და ყველა ფიქრი ჩერდება ერთზე,
ვინა ვარ? რა ვარ? რატომ ვარ? რისთვის? და რას ვაკეთებ მე ამ მიწაზე თუ ყველა გული მის საწყისს მისდის მეც დავეკვრები ჩემს ორ ფიცარზე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კორექტურები შეასწორეთ ++ კორექტურები შეასწორეთ ++
1. როგორ მესმის თქვენი :)) ლექსი მომეწონა +++++ როგორ მესმის თქვენი :)) ლექსი მომეწონა +++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|