 | ავტორი: ნიგოზა ჟანრი: პოეზია 6 დეკემბერი, 2008 |
სარკი წინ ნაფიქრალი
დაიხსომე, ნუ აურევ, ორი ქალის სიყვარულს, თორემ მერე ვერ აუხვალ სიცრუეს და სინანულს.
ისიც კარგად დაიხსომე, გულით მუდამ ატარე, თუ გინდა, რომ კარგად იყო მაშ ქალს ნუ გააწამებ!
ისე ცოტა გააწვალე, მერე ცოტა აცალე, ცოტა-ცოტა ალერსი წამალივით ჩასცალე...
ერთი ჟამი ალოდინე, მერე ნახე უეცრად, ქალს ლოდინი ამჯობისებს, მოუხდება უებრად.
ხო, არც სხვები დაგავიწყდეს, იქაც ჰქმენი საქმნელი, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის ღია გქონდეს სარკმელი.
ან რაიმე შეგეშალოს ან წამოგცდეს ისეთი, მერე ,,ქალმა დამკაწრაო!” აბა მითხარ ვის ეტყვი?!
თუ მეორეც გაგიმართლებს, აგერ რიგში ბევრია, მაგრამ ვაი შენ ბედს, ნაქებს, რამე თუ აგერია?!
მეტს თუ ვერას შესძლებ ძმაო, ეგ შენ ნუ გეწყინება! დღეს, რომ ერთ ქალს მოუარო ესეც ბევრი იქნება!
თბილისი 1990წელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ვაჰ :D
მაგარიააა :D ;;) ;;) ;;) ვაჰ :D
მაგარიააა :D ;;) ;;) ;;)
5. "ისე ცოტა გააწვალე," ვინ ვის საკითხავი აი ეს არის :)) "ისე ცოტა გააწვალე," ვინ ვის საკითხავი აი ეს არის :))
4. გონივრული ფინალით!. . . . :) გონივრული ფინალით!. . . . :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|