| ავტორი: ლელუჩი ჟანრი: პოეზია 27 აპრილი, 2014 |
მა, შენი თვალები იმდენად წრფელია, იმდენად მართალი, სიკეთით სავსეა, თუმც ვიცი ცხოვრებამ სიმკაცრით დაგღალა, ტანჯვა და ცრემლები ვიცი, რომ შენთვისაც არ არის ახალი, არც შენი ტკივილი, დარდი და იარა არ არის პატარა.
მა, ხელოვანი ხარ! მადლობ, რომ მომეცი შანსი და შემქმენი, რომ გადამაქციე შენივე ცხოვრების უმთავრეს ნახატად.. ვერ მოგცემ პირობას, რომ გავიზრდები და ვიქნები "შედევრი", ვერ მოგცემ პირობას, რომ ლექსებს შენსავით ლამაზად დავხატავ.
მა, უფალს მადლობა წლების წინ შემთხვევით რომ შეხვდი დედაჩემს, უცხო ქვეყანაში ქართული ცრემლებით მადლობ, რომ მან მშობა, ყოველდღე გიცდის და ვიცი, რომ უშენოდ დიდი ხნით ვერ გაძლებს.. მადლობ, რომ მაჩუქე თბილი, უდარდელი, ნათელი ბავშვობა.
მა, შენი ხელები ისეთი დიდია, ისეთი უხეში, იმდენ ნაიარევს, იმდენ მოგონებას და იმდენ წლებს იტევს.. ჰო, ეგოისტი ვარ ! და ადრინდელივით მატარე სულ ხელში, მყოფნის თავხედობა და არამგონია ვითხოვდე მეტისმეტს.
მა, ისე მიყვარხარ მინდა რომ გითხრა და ჰაერი არ მყოფნის, დღეს მაინც გავბედე და ჩემი აზრები სულ კალამს მივანდე, როდესაც ვუყურებ და ვათვალიერებ სურათებს ბავშვობის იმდენად გგავარ, რომ არ ძალმიძს ნაკლებად მიყვარდე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მადლობთ:)) მამის ხელოვნებაში მხოლოდ ჩემი შექმნა არ მიგულისხმია.. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მადლობთ:)) მამის ხელოვნებაში მხოლოდ ჩემი შექმნა არ მიგულისხმია.. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ
2. მა, ხელოვანი ხარ! მადლობ, რომ მომეცი შანსი და შემქმენი,
რამხელა ამბიციაა,თუ მამის ხელოვნებაში შენი შექმნა იგულისხმება მხოლოდ:)) სამწუხაროდ ლექსს ემოცია ვერ მოაქვს,თუმცა რაღაცნაირია,აი,იცი რას ვფიქრობ? ეს რომ შემთხვევით ნახოს მამამ,ვისაც მიწერეს,მთელი ცხოვრება გულგამთბარი ივლის...და ეს ლიტერატურულ ღირებულებაზე მეტი იქნება შენთვის. სიკეთე,სიყვარული,საუკეთესო სურვილები მა, ხელოვანი ხარ! მადლობ, რომ მომეცი შანსი და შემქმენი,
რამხელა ამბიციაა,თუ მამის ხელოვნებაში შენი შექმნა იგულისხმება მხოლოდ:)) სამწუხაროდ ლექსს ემოცია ვერ მოაქვს,თუმცა რაღაცნაირია,აი,იცი რას ვფიქრობ? ეს რომ შემთხვევით ნახოს მამამ,ვისაც მიწერეს,მთელი ცხოვრება გულგამთბარი ივლის...და ეს ლიტერატურულ ღირებულებაზე მეტი იქნება შენთვის. სიკეთე,სიყვარული,საუკეთესო სურვილები
1. რა კარგია ქალიშვილებს ასე რომ უყვართ მამები : ) რა კარგია ქალიშვილებს ასე რომ უყვართ მამები : )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|