ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2014


ძეობა

კეთილი იყოს შენი მოსვლა, ამ ქვეყანაზე!
ქართველად გაჩნდი, იღბლიანი ყოფილხარ შვილო,
დედა ინსტიქტებს აჰყოლია, ძუძუს რძით ავსებს,
მამას კურცხალი მოსდგომია, დამალვას ცდილობს...

ზეციდან ღმერთი, შენს მფარველად გზავნის ანგელოზს,
საჩუქრად ატანს დიდ სიყვარულს, რწმენას და იმედს...
თამადა ბოლო წვეთებამდე ცლის სადღეგრძელოს,
მომღერლები კი დასძახიან მრავალჟამიერს!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები