ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხატუსი
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2014


წამო, ვიქორწინოთ!..

მოდი, ვიქორწინოთ, როცა ყვავილები
თეთრად დაათოვენ მინდვრებს,
როცა კმკამა ცა ყვითელ ჩირაღდანით
მზისფრად გაანათებს ლილეს!...
მოდი, ვიქორწინოთ,როცა სვეტიცხოვლის
ზარი ჩამოქარგავს ჰანგებს,
როცა ათინათი ფრესკებს გადაუვლის
ჩუმი საგალობლის ხმაზე...
წამო, ვიქორწინოთ, როცა ტაძრის გუმბათს
შუა ჩამოუვა შუქი...
რადგან სიმარტოვე უკვე ვეღარ მიტანს,
დარდის ქაოსია სულში.
წლები ისე გვტანჯავს, ისე გამეტებით,
ისე აგვირია გზები,
როგორც საუკუნე ისე იკლაკნება,
ისე იგრიხება წელში.
წამო,ვიქორწინოთ, როცა დილის ცვარი
სახეს ჩამოგვიბანს დაღლილს,
წამო ჩემთან ერთად,გწამდეს ყველა წუხილს,
ტანჯვას დაგავიწყებ წამში.
მერე გამოვართვათ მხატვარს საღებავი,
მუზას მე მოვუხმობ ციდან,
მოდი,შენ დახატე ჩვენი მომავალი,
როგორ ფერებშიც შენ გინდა.
როცა მოგბეზრდება დილა ჩემს გარეშე,
მზისგან არ გეყოფა სითბო,
წამო, ვიქორწინოთ,
თუნდაც ცხრა მთას იქით,
ოღონდ შენთან ერთად ვიყო!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები