- არ მჯერა - მე მეტს ვერაფერს გეტყვი. დანარჩენს, დროთა განმავლობაში გაიაზრებ. -მე ყველაფერი გააზრებული მაქვს თუმცა ვხვდები, თავად ვერ მიმხვდარხარ ვერაფერს, რატომ?! ეს სიტყვები უპასუხოდ დავტოვე. ზღურბლს გადავაბიჯე და გზას დავადექი. თუმცა ეს ის "გზა" სულაც არ იყო. მე სულ სხვა "გზაზე" გესაუბრებით. გზას რომელიც ასე ახლოა, თუმცა არა ხილული ყველასთვის. სწორად ახლა ვხვდები რომ მზად ვარ რადგან, წინ საერთოდ არაფერი მაფერხებს. ყველაფერი ხომ ზღურბლს იქით დავტოვე. დავტოვე და წამოვედი რადგან უნდა წამოვსულიყავი, უნდა მიმეღო პასუხები კითხვებზე და მიმხვდარიყავი თუ ვინ ვარ მე?! ოდესმე ხომ ყველამ უნდა მივიღოთ პასუხი ამაზე. ჩემი დრო ახლა მოვიდა და ეს ყველასთვის ცხადი უნდა ყოფილიყო თუმცა ასე არ აღმოჩნდა. ზოგნიც "თვალებს იბრმავებენ" ან არ სურთ რეალობის დანახვა, რაც შემეხება მე. არ ვიცი რატომ?! მეგონა ყველა გამიგებდა ისე როგორც მიგებდნენ აქამდე, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად გამოდგა. არც უფრო შორს მივდივარ, მით უფრო ბევრი ამღჟავნებს საკუთარ სახეს ჩემს ზურგს უკან და მე ახლა მათ სულ სხვანაირს ვხედავ. ახლა ნამდვილად "ვხედავ" აქამდე ნამდვილად ბრმად ვენდობოდი და ეს აშკარაა. გამოდის რომ მთელი ეს დრო მათთან ერთად რომლებსაც მე მეგობრებს ვუწოდებდი, ნიღბების და სიცრუის სპექტაკლში მიწევდა თამაში. მაშ რაღასთვის ან ვიღასთვის უნდა გავჩერდე ?! დაე ვიარო იქამდე სადაც არც სცენააა, არც ნიღბები და არც ათასგვარად გადანაწილებული, შეთავსებითი როლები. იქ სადაც სიცოცხლე ჩქეფს და სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია...
*** ეზოში უამრავი ადამიანი ირეოდა. მათ შორის ჭარბობდნენ ახალგაზრდებიც. ყველას რაღაც უმეტყველო გამოხედვა ჰქონდათ და რთული იყო მათში რამის გარკვევა. ბჭობდნენ და თან ყველა ჯგუფ-ჯგუფად ირეოდნენ. -წავიდა ბიჭებო მაინც წავიდა -მოთქვავდა ქვრივი ქალი რომელიც იქვე სახლის წინ ჩამომჯდარიყო და თვაცრემლიანი გასცქეროდა იქმყოფთ. როდესაც პასუხი არავისგან ისმოდა, თავს გადააგდებდა და აგრძელებდა გოდებას და ასე უსასრულოდ, თითქოს რამეს შეცვლიდა ამით. საბოოლოდ ერთ-ერთი ახალგაზრდა გამოეყო სხვებს.მიუახლოვდა მას და სცადა საუბარი წამოეწყო თუმცა როგორ? როდესაც სიტყვები და ფიქრები არ ეთანხმებიან ერთურთს
-სად წავიდა, იქნებ იცოდეთ... -ეს ხომ თვითონაც კარგად იცი შვილო? განა ჩემი ანდრია, შენთან ერთად არ გაიზარდა. განა აქ არ იყო ბავშვობაში და ზუსტად ამ ეზოში, სამუდამო ძმობა რომ შეჰფიცეთ ერთმანეთს ყმაწვილს ცრემლები მოადგა და სახე იქით აბრუნა. მალევე წამოდგა და დროებით გამოერიდა იმ სიტუაციას. გაუსაძლისი გახდა ის, რასაც არც კი მოელოდა, თუნდაც ასე მალე.
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. არ მეტკინა, არ მეწყინა, არაფერი მოიტანა არ მეტკინა, არ მეწყინა, არაფერი მოიტანა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|