ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2014


ამ ამ ქუჩის კუთხეში

ხალხმრავალი ქუჩის კუთხეში
სადაც ტერფები ამტვერებენ
ყოველდღიურობის ჭეშმარიტებას,
გარბი–გამორბიან სოვდაგრები და ვაჭრუკანები
დანებით, დაგიჭრიან, საკუთარ ყველა ფიცსა და მოდგმას,
იქ იმ კუთხეში თუ შეგიმჩნევია
სახეზე ღამისფერნაჭრიანი
უცნობი დგას,
თითქოს ყვეყანას ემართოს
მისი ვალი ისე მათხოვრობს
ამაყად, რადგან
მას დაავიწყდა ვინაობა თავისივე,
მაგრამ გული აქვს,
ისევ იმ პრინცისა
ამ ცოტა ხნის წინ, რომ
გამოაგდეს სასახლიდან ურჩობისთვის
ის არ ჰგავს მონას, მას უბრალოდ დაავიწყდა
თავისი ვინაობა,
და მისი მამა
მეფე და ბატონი
უკვე შეურიგდა მას (ოღონდ ძემ არ იცის ამის შესახებ)
და ელის, ერთი სული აქვს ისე ელის, თავისი ძის დაბრუნებას
არ შეგიმჩნევიათ ნუთუ, რომ დაჰქრის ხოლმე
გაზაფხულობით და ყოველ სამ თვეში ერთხელ
მეფის ეტლი, არსის მასნავი, როგორც რას ნავი,
წყალზე ნილოსის, ვით კვართი ტილოსი
შემოგრაგნილი სიყვარულად თავისი ძისადმი
ელის მას მეფე მოუთმენლად, ეგებ იპოვოს
ან იქნებ თავად პრინცს გახსენდეს თავისი ვინაობა
და თავად წავიდეს სამეფო პალატებისკენ..
ვინ იცის.. როდის გაახსენდება.. (გამხელილი ჯობს ახსენდება ხოლმე,
როცა განსაკუთრებით შია და სწყურია, მაგრამ როგორც კი მდიდარი სოვდაგარი მცირედ
ფულს ჩაუყრის გაწვდილ ხელებში
მყისვე ავიწყდება თავისი გზა სამეფო პალატებისკენ)



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები