სადღაც შორს მოჩანს მეწამული ცხენების ჯოგი ცეცხლის ალივით ედებიან მთელს არემარეს და როგორც ღამით უდარდელი ბებერი ჭოტი, მათი ფეხების ხმაც აღვიძებს მიწას მთვლემარეს.
მეც ვუცქერ მათ და ვფიქრობ მოვლენ ნეტავი როდის, ნეტავი როდის მოაღწევენ ამ მთას მდუმარეს, რომ ვუთხრა ჩემი მათ ტკივილი მოვიხსნა ლოდი, რომელიც აწევს ჩემს დატანჯულ გულსა მღელვარეს.