მზე ისევ ძველებურად ამოდის განთიადზე, თუმცა ამჯერად ის არ მათბობს,არა,მაციებს, სულდგმულს ვერ ნახავ ვეღარც ცაში და ვერც მიწაზე, მთელი ქვეყანა ჩაუგდიათ ხელში მაქციებს.
სიჩუმის ზღვაში ჩაძირულა მთელი ხმელეთი და ეშმაკების ისმის მხოლოდ საშიში ხმები, შავი სუდარით შემოსილა მიწა,ბნელეთი, ბოროტ ძალების წკრიალებენ მხოლოდ სიმები.
მკვდრის ფერი ადევს უპატრონო ქუჩებს,ეზოებს, ჰაერში დაძრწის შესაზარი სუნი ცხედრების, მწუხრის ზეწარი ეფინება მთებს და მდელოებს, გაისმის ხმები ქვესკნელიდან მოსულ მხედრების.
მკვდართა საუფლოდ არის ქცეული დედამიწა, ვეღარსად ნახავ ვეღარც ვარდებს და ვეღარც იებს, მზე კი ანათებს სისხლით შეღებილ წითელ მიწას, თუმცა ამჯერად ის არ ათბობს,არა,აციებს! ******* და ამ სიკვდილის და ბოროტების სავანეში, მე მხოლოდ ერთის,მხოლოდ ერთის მახსოვს სახელი, ის მაძლებინებს ამ უზარმაზარ სამარეში, ის არის ჩემთვის ერთადერთი,ბნელში ნათელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მე იმას არ ვწერ რაც არის.იმას ვწერ რაც იქნება
მე იმას არ ვწერ რაც არის.იმას ვწერ რაც იქნება
2. .რაც შეეხება ლექსის შინაარს , მთლად არაა მასე. სიჩუმის ზღვაში ჩაძირულა მთელი ხმელეთი და ეშმაკების ისმის მხოლოდ საშიში ხმები,
ღმერთმა დაგვიფაროს!
.რაც შეეხება ლექსის შინაარს , მთლად არაა მასე. სიჩუმის ზღვაში ჩაძირულა მთელი ხმელეთი და ეშმაკების ისმის მხოლოდ საშიში ხმები,
ღმერთმა დაგვიფაროს!
1. ვერაა ისეთი ძლიერი, რომ უნდა იყოს ვერაა ისეთი ძლიერი, რომ უნდა იყოს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|