მე ბედისწერამ და ცხოვრებამ ერთად გამწირეს, და მეგობრებად დამრჩნენ მხოლოდ ლექსის რითმები, მათ ჩემიგულიც ჩემთან ერთად მსხვერპლად შესწირეს, მე მაგონდება მისი ლურჯი თვალები,თმები.
მისი თვალები,ოკეანის,ფირუზის ფერი, რომლებიც ყველგან და ყოველთვის,მუდამ თან მსდევდნენ, შორს ჰორიზონტზე ლურჯი ცა ხდება შინდისფერი და ძგვის ტალღებიც გაშმაგებით ძლიერ აღელდნენ.
ზღვის ეს ტალღები მაგონებენ მის ოქროსფერ თმებს, მის ნაზ მკლავებზე დალალებად რომ დაჰფენოდა, ანგელოზს ჰგავდა,ის ღრუბლებიდან ჩამოფრენილს მარწყვივით ტკბილ ტუჩებს სიცილი ძალზედ შვენოდა