ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნოშრევანი
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2014


სამშობლო

დანგრეულ არის მთელი ქვეყანა,
მოსჩანს გუმბათი ძველი ტაძარის,
გაქრა ყოველი რაც იყო მანამ,
ჩემი სამშობლო ნეტავ სად არის?

ჩემი სამშობლო,ძველი სამშობლო,
მუდამ უდრეკი შეუპოვარი,
მხნე და მომთმენი გაჭირვებაში,
ძლიერების დროს ლომის სადარი.

სამსობლო სადაც ერთმანეთისთვის
თავგანწირული ცხოვრობდა ერი,
ყველას უყვარდა თავის ქვეყანა,
ეს იყო მეფე,მონა თუ ბერი.

სამშობლო სადაც მსოფლიო ხალხთა
ყველა დამპყრობელს დაუდგამს ფეხი,
მათი ურიცხვი შემოსევები
თავს დაგვტეხია ჩვენ როგორც მეხი.

სამშობლო სადც ერთმანეთზედაც
უკეთესები ცხოვრობდნენ გმირნი,
სილამაზით ტოლს არვის უდებდნენ
ჩვენი ქალები მაცდურად მზირნი.

ასეთი იყო ჩემი სამშობლო,
აღშენებული,ძლიერი,დიდი,
ახლა ნანგრევად არის ქცეული
ძველი ტაძარი,ციხე თუ ხიდი.

ჩვენ გავუძელით ათასწლეულებს,
როგორც ღვთისმშობლის წილხვედრმა ერმა,
მაგრამ მაინც ვერ შევინარჩუნეთ
რაც დაგვიტოვა დავით მეფემა.

დანგრეულ არის მთელი ქვეყანა
მოსჩანს გუმბათი ძველი ტაძარის,
გაქრა ყოველი,რაც იყო მანამ,
ჩემი სამშობლო ნეტავ სად არის?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს