ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ივდო-ოტობარი
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2014


***

როგორ მომბეზრდა სტანდარტული კითხვა-პასუხი,
როდესაც სევდა მერცხალივით იკეთებს ბუდეს
თვალებში,სადაც ამ ასაკში ჭინკა გავუშვი,
ჭაღარას ითვლის შემოდგომა და მე კი ვუმზერ:
ჭინკას,რომელიც ბავშვობისკენ მიჰყვება ბილიკს,
რა ეშველება ქვიშის კოშკებს,ანდა იმედებს?
და როცა წერენ პოეტები ნეტავი ვისთვის?!
მათ ხომ მკითხველი ზამბახისთვის არ გაიმეტებს.
ვერ კითხულობენ სხვის თვალებში ცრემლიან პროზას
სამაგიეროდ,ბეწვის ძებნით არ იღლებიან
და ამ ქვეყნიდან გუდა-ნაბადს აიკრეფს როცა,
მოსაგონებლად უამრავი თარიღებია.
მტკივა,რადგანაც სამოთხეზე მოთქმა-გოდებით,
მთელი ცხოვრება შეიძლება გავლიოთ უქმად,
გულს დაედება საფლავის ქვის ცივი ლოდები,
პირამიდებიც წუთისოფლის ტკივილით დუმან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები