ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2014


###(აბა რა გითხრა)

აბა რა გითხრა - იწურება ჩემკენ მაისი.
ახლა შენთანაც მაისია, ახალს რას ვამბობ.
ბოლო დროს ისე მემართება, აი .. არ ვიცი...
თითქოს ხელები მომაცალა, ვინმე ყასაბმა.
გზებზე ხვატია, გვალვებია, მზის ნიაღვრები.
ჯობია სახლში გაერიდო ასეთ ამინდებს.
მეგონა ნაკლებ ვიდარდებდი და ვინაღვლებდი,
რომ ამ მეს გარდა სიმარტოვემ ყველა დაინდო.
სახლში სიყვითლე შეეპარათ ქოთნის სოსანებს
და დრო მიდგება ლექსი ვწერო, ისე...ავანსად.
მაქეთ მწვანდება, ალბათ ახლა შენი ტოსკანა,
ჩემსკენ... რა გითხრა - იწურება ჩემსკენ მაისი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს