თვეზე მეტია მე შენ აღარ გწერ, უფროსწორად - აღარც და ვერც.რომ მოგწერო რა უნდა გითხრა არ ვიცი და მინდა საერთოდ არ ვუყურებდე შენს სახეს ხშირად, ამიტომაც შემოვედი შენი ფეისბუქის გვერდზე და ანფოლოვინგი მივეცი. ნეტავ მართლა ანფოლოვინგში ყოფილიყოს საქმე, კარგი იქნებოდა. ჩათის ჩაყოლებაზე ნელ-ნელა ქვევით დაეშვი, მონიტორის მარჯვენა კუთხისკენ, იქ, სადაც საათი წერია. ოჰ ღმერთო როგორ არ მინდოდა ეს. მე მსურდა გარკვეულ ეტაპზე მაინც შეჩერებულიყო შენი სახელის და გვარის სვლა ჩათის ქვედა მხარისკენ. ცუდით დავიწყებ, არ მინდოდა ხშირად მოეკრა ჩემს თვალებს მზერა შენი პატარა სურათისთვის, რადგან ამას დაგრუზვისკენ მივყავდი, ახლაც მივყავარ და მერეც წამიყვანს. კიდევ კარგი არ შემიყვარდი, ეს საშინელება იქნებოდა.იყო მეორე მომენტიც.მიხაროდა შენი პროფილის სურათის ყურება ხშირად, რადგან მინდოდა მცოდნოდა, რომ დედამიწაზე ერთი მანდილოსანი მაინც მომწონდა და რაღაც ადამიანური ჩემში კვლავ დარჩენილიყო. ღამის პირველი ან ორი საათია, შენ უკვე შეგისრულდა 21 ან 20 წელი. ზუსტად არ მახსოვს რომელი ეწერა ფეისბუქზე, მე თვალებშიც ვეღარ ვიყურები კარგად და თმებმთან ერთად ჩემმა თვალებმაც დაკარგა სრულყოფილება. რა უნდა გითხრა კარგად არ ვიცი, მაგრამ კარგად რომ არ იცი ალბათ არაფერი უნდა თქვა.მე კიდე რაღაცას მაინც ვამბობ, თან ხო ადეკვატური ტიპი არ ვარ, ჩემს მშობლებსაც ეჭვი ეპარებათ რანაირად ვიცხოვრებ მათი სიკვდილის შემდეგ, ალბათ პირველ რიგში ვიტირებ, მერე უკვე არ ვიცი. ამ დროს ყველას აქვს ტირილის უფლება და იმ დღიდან, რაც შევეცადე მაკმერი ვყოფილიყავი და ესე მესაუბრა შენთან არ გასულა ორი-სამი დღე, ვიწექი და მთელი დღე საბან გადაფარებული ვტიროდი. დღეს შენ დაიბადე, წლების წინ, როცა თბილისში ომი იყო და ჯაბა იოსელიანი თოფით ხელში დარბოდა ყველგან. ბოლოს რომ გნახე თეთრი მოსასხამი გეცვა, არ მახსოვს ქალები რას ეძახიან მას, ენაზე კი მადგას. ის იყო თეთრი, ძალიან თეთრი და გიხდებოდა. პირველად მაშინ დავიწყე ძებნა ფეისბუქზე, რომ მეპოვნა შენი დაბადების დღის თარიღი, ეს იყო რამდენიმე თვის წინ, ალბათ მაშინ, როცა ჯერ კიდევ ლაითად მომეწონე. ეხლაც მომწონხარ, აღმაფრთოვანებ, როცა შენი სახე ჩემს დესკტოპზე გამოჩნდება ხოლმე, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ძალიან ჩვეულებრივია, მე ხომ ახალს არაფერს ვამბობ ან საინტერესოს. არ ვიცი რატომ გითხარი მიყვარხართქო, ამაზე ფიქრი არ შემეძლო და მე ხომ ჩამოუყალიბებელი ტიპი ვარ, რომელიც პრინციპში თავიდანვე გარიყულობის განცდას ეჩვევა. იმ პერიოდში კენ კიზის გუგულის ბუდეს ვკითხულობდი და ქვეცნობიერად ძალიან მსურდა მაკმერფივით გიჟივით მოვქცეულიყავი. ეს მგონია ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვიყავი ასეთი არაადეკვატური და გული საშინლად მწყდება ჩემი საქციელის გამო. ჩემში მკვდარია ბედნიერება ყველა თვალსაზირისით, მაგრამ პატარა ბავშვივით არ ვკარგავ იმედს, რაღაცა ხომ უნდა მქონდეს, თუნდაც ეს ილუზია იყოს. ზოგადად ვამბობ.
უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, შეწყალება მუსლიმს არ ელის? რა ქნას ახალგაზრდა თურქმა? ახალგაზრდა ქართველმა, ჩეხმა ან სერბმა. ვინ აირჩია რელიგია? ვინ აირჩია სამშობლო? ჩამირთეთ ტუსიას ‘’გოროდ.’’ იესო ქრისტე ჯვარი მაპოვნინე, გავეკრო ღიმილით და სიყარულით. გაზაფხულია გარეთ, ველი არავის.
მე შემიძლია ნებისმიერი მოვატყუო, დიდი თუ პატარა, ეშმაკი თუ ღმერთი, ფულის გულისთვის, ტყუილის ძალით ზურგს ვაქცევ ზნეობას, ჩემს სულში დაკარგულ ღმერთს, ჩემი გულიდან გამქრალ იესოს. დღეს დაიბადა ლამაზი გოგო ზუსტად 21 წლის წინ, მე ის მომწონდა, აღმაფრთოვანებდა, მამშვიდებდა. მე შემიძლია პირველივე ნაბიჯით წყალში ჩავყარო ყველაფერი ანუ არაფერი. მე ის მენატრება, ძალიან მენატრება.
დღეს ღამეა, ეს დღე ღამეა. საშინლად უიმედო და სისხლით დაცლილი, ფიქრებით არეული, გრძნობებით დაღლილი. მე არ მინდოდა სულ ცალმხრივი გრძნობებით მეცხოვრა, მაგრამ ბავშვობიდან ამ თემით აღჭურვილი წიგნები ხელებს მიქნევენ და კვლავ მელიან. თითქოს თავად სიყვარულზე ვთქვი უარი, თავად ღმერთი დავივიწყე, იესოს სახეც აღარ არის ჩემთვის შიშის მომგვრელი, იმ შიშის, რომელსაც სინდისი ერქვა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მხოლოდ მიძღვნის გამო +2
ისე არაფერია ნაწერი არაა ეს:)
მენდეთ... მხოლოდ მიძღვნის გამო +2
ისე არაფერია ნაწერი არაა ეს:)
მენდეთ...
3. რაღაცეები ნაცნობია... მართლაც რა უნდა ვთქვა... იმედია ყველაფერი კარგად იქნება :) რაღაცეები ნაცნობია... მართლაც რა უნდა ვთქვა... იმედია ყველაფერი კარგად იქნება :)
2. ვაი... რავიცი, რა უნდა ვთქვა აბა აქ... წარმატებები...
ვაი... რავიცი, რა უნდა ვთქვა აბა აქ... წარმატებები...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|