ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია გრიგალაშვილი
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2014


და მივაბიჯებ თაკარა მზის ქვეშ

გაუცხოვებულ  ლანდებს მოვდენი
შუადღის ხვატი რომ  მოესია,
ფრანსუა-ოგიუსტ-რენე -როდენის
მოაზროვნეს ჰგავს ეს პოეზია.
აჟღერებულან სულის სიმები
იმედს  რუბიკის კუბიკით  ვაწყობ
ვით ედგარ დეგას ბალერინები
თეთრი ფიქრები ხატავენ აწმყოს..
ცაჩამონამულ  გზაწვრილებს მივსდევ,
ფეხქვეშ  წევს მიწა, ნაშხამი ლოკით,
და მივაბიჯებ თაკარა მზის ქვეშ
ვით რენუარის გოგონა ქოლგით....




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს