ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2015


სიმღერა ვაკონდაზე I-ამომავალი მზის სიმღერა

ამოდი მზეო,
შენ იბადები ზღვის სიღმეში
და სიცოცხლეს გვაძლევ,
ყოველდღეს გვაძლევ
დიდება შენდა!
სახე ხარ დიადი სულის,
რომელმაც შექმნა ყოველივე,
შენ ანათებ ყველაფერს,
შენ მოგყავს გაზაფხული
და შენ ებრძვი ზამთარს,
და ჩვენ, შენი ძენი და ასულნი
შენ გადიდებთ,
შენ რომ იბადები, იფანტება წყვდიადი
და შენ დიადი, ამოდიხარ ზღვის სიღრმეებიდან
თეთრები უკვე თითქმის ვეღარ გამჩნევენ
მათ მკვდარი ჰგონიხარ,
არადა შენ ხარ ცოცხალი სახე უზენაესი სულისა,
ათასი თეთრი კაციდან ორმა, შეიძლება სამმაც იცოდეს
შენი არსება..
ამოდი მზეო! მწუხარეა სული შენს გარეშე
ამოდი მზეო!
შენ გმირი მეომარი ხარ, რომელიც ღამის თეთრ გველეშაპს ამარცხებს
შენ, შენი ბასრი ტომაჰაუკით კვეთ მის მუცელს
და ჩვენს ნუგეშად გვევლინები, დიდება შენდა!
ამოდი მზეო, შენ, რომელიც კვირტებს შლი და შენ რომელიც ძირს დაყრილ ფოთლებს წვავ,
ამოდი მზეო!!!!!
გააცოცხლე მკვდარი და ააღორძინე დაუძლურებული,
სიცოცხლე მიეცი დასუსტებულს
და გზა გაუნათე მგზავრს თავისი სახლისკენ
მზეო ამოდი!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები