ღამე კარებთან გველივით გაწვა, ცივა და ყინვის მაყრის ეკლები, ლოდინის ყველა სიმები დასწყდა თმენას და სარკმლის წინ ირეკლები. შეგრძნებებს შერჩათ კარები ღია, წყურვილი ყველა სამანს ამეტებს, სიზმრის საწოლთან ღამის ორგია კოსმიურ როკვით შეშლის პლანეტებს. გრძნეული გზნების ზღვა ხარ უძღები, ცა თრთვილკერტებზე შემოგხვევს ხელებს, აშალე ყველა საზღვრის ხუნდები და ზეცის ლაჟვარდ ღრუბელზე მერე გალაქტიკების სრბოლაა _ მიდი, ყველა სურვილი ჩაუთქვი ქარებს, ვნებებს, ხანძრების ალით რომ ზრდიდი, ჩემი თითებით ამოაქვთ მთვარე. ფერნაკლულ ნისლებს არა აქვთ მოცლა, ბედის ნიშანს ხარ შენანარცხები, მე შენს სხეულთან ვიმარჯვებ როცა, შენს სულთან ყველა ომში ვმარცხდები. ღამე ცხელ შუბლზე გველივით მლოკავს, მოდი, შეახე მყვირალ სულს ბაგე, მე ყველა შენი ველური კოცნა ხსოვნის სკივრიდან ამოვალაგე. სხეული სულთან ზავს შეჩვეული ბინდებს სურვილთა ჯარის წინ აჩენს, და ვდგავართ ასე ზურგშექცეულნი ერთმანეთის და აწმყოს წინაშე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. რამდენიმე ისეთი შედარებაა, რომ ჩაგრჩება და აიტაცებ ..
წარმატებები .. რამდენიმე ისეთი შედარებაა, რომ ჩაგრჩება და აიტაცებ ..
წარმატებები ..
9. ნამდვილად კარგი პოეტია .. ,,ღამე კარებთან გველივით გაწვა, ცივა და ყინვის მაყრის ეკლები, ლოდინის ყველა სიმები დასწყდა თმენას და სარკმლის წინ ირეკლები.'' ნამდვილად კარგი პოეტია .. ,,ღამე კარებთან გველივით გაწვა, ცივა და ყინვის მაყრის ეკლები, ლოდინის ყველა სიმები დასწყდა თმენას და სარკმლის წინ ირეკლები.``
8. ძალიან, ძალიან მომეწონა. ძალიან, ძალიან მომეწონა.
7. მე ყველა შენი ველური კოცნა ხსოვნის სკივრიდან ამოვალაგე ++++ მე ყველა შენი ველური კოცნა ხსოვნის სკივრიდან ამოვალაგე ++++
6. სხეული სულთან ზავს შეჩვეული. მომეწონა სხეული სულთან ზავს შეჩვეული. მომეწონა
4. ულამაზესია...+++ ულამაზესია...+++
3. რაღაც განსხვავებული იყო ეს ))) მომეწონა
რაღაც განსხვავებული იყო ეს ))) მომეწონა
2. კარგი პოეტი ხართ ბატონო დავით. კარგი პოეტი ხართ ბატონო დავით.
1. მეტაფორების სიმრავლე და ხარისხი განუმეორებელ ელფერს ანიჭებს ლექსს.
"მე შენს სხეულთან ვიმარჯვებ როცა, შენს სულთან ყველა ომში ვმარცხდები. ღამე ცხელ შუბლზე გველივით მლოკავს, მოდი, შეახე მყვირალ სულს ბაგე, მე ყველა შენი ველური კოცნა ხსოვნის სკივრიდან ამოვალაგე."
მეტაფორების სიმრავლე და ხარისხი განუმეორებელ ელფერს ანიჭებს ლექსს.
"მე შენს სხეულთან ვიმარჯვებ როცა, შენს სულთან ყველა ომში ვმარცხდები. ღამე ცხელ შუბლზე გველივით მლოკავს, მოდი, შეახე მყვირალ სულს ბაგე, მე ყველა შენი ველური კოცნა ხსოვნის სკივრიდან ამოვალაგე."
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|