 | ავტორი: ლია 1990 ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 16 მაისი, 2014 |
ნავი შევაცურე ზღვაში და მეც გულგრილად ყველა ძვირფასი ნივთის გარეშე გავყევი მას. ნება-ნება ვუსვებდი ნიჩბებს უფერო წყალს და ვგრძნობდი სულში ყალყზე დამდგარ ტკივილებს ,როგორ ვვარცხნიდი. ბევრი ლამაზი ფრაგმენტი იყო ბუნებაში ,მის მუქ ჩრდილებში მიმალული,მაგრამ უფრო მკვეთრად მოსჩანდა ახლად წამოსული წვიმის შხაპუნი,ზოგჯერ იმდენად დიდი დამძიმ ე,რომ ზღვის ტალღებს ხვრეტდა და ზოგჯერ ნიავგადაფრენილი ფოთოლივით უერთდებოდა საკუთარ სხეულის ნაწილს. არაფრით დავიბადე და არაფრით უნდა მეცხოვრა,არაფრით უნდა წავსულიყავი,გავცლოდი ყველაფრისგან გადაღლილ სახეებს. ფიქრებში გართულსთვალზე რულიც მომეკიდა და ჩვილი ბავშვივით დავეწაფე სიზმრების სამყაროს . ძილშიც მხოლოდ ზღვები და ოკეანეები იყო,წამიერად გამიელვებდა თოვლით გადაფარული მყინვარწვერები. მე საკუთარ თავს ვსაყვედურობდი,რომ ვერც ოკეანეში ვიცხოვრებდი და ვერც მყინვარწვერზე . რატომ ვიყავი ასეთი უსუსური ან რისთვის ვამტკიცებდით ადამიანები იმას ,რომ ყველაფერს შევძლებდით?!. რომ გამოვიღვიძე ნისლი აბურდული ძაფის გორგალივით შემოხვეოდა მთვარეს მე კი მათხოვარივით მოკუნტული ვიწექი . მეორე დილით მივხვდი,რომ კარგად გავცლოდი ტყეს,ახლა უფრო ცივილიზებულ ადგილებში მიწევდა თვალების ანკესივით გადაგდება სადაც თევზი ისევ მე აღმოვჩნდებოდი. არაფრით დავიბადე და ასე ვცხოვრობდი,მაგრამ ხშირად მოვიხმობდი ღმერთს,ხშირად კი ვერ ვხედავდი,უფრო სწორედ არასდროს არ მინახავს ან იქნებ დედაჩემის მომაკვდავ თვალებში ვნახე?! თუ ის იყო,მაშინ არ ყოფილა ღმერთი ლამაზი,არც კეთილი არ ყოფილა არც ბოროტი ,უფრო საწყალი და საცოდავი.. სწორედ ახლაც ღმერთს მოვუხმობდი . ის კი არ ჩანდა ,. ვერც ვგრძნობდი მე მას ანუ რაც არ იყო ვერ შევქმნიდი. ისევ საკუთარ თავს ვთხოვე დახმარება. დროებით ცივილიზებულ ქალაქში გავჩერდი და ვეცადე ხალხში ,როგორც მტვრის ნაწილაკი მტვერში ისე შევსულიყავი . ვეცადე და გამომივიდა,ოღონდაც ცოტა სხვა ფორმის ვიყავი,ბოლომდე წრე ვერ გავხდი,მქონდა უსწორმასწორო ადგილები რაც არაფრით გასწორდა არც ჩსმოითალა . ძალიან დავიღალე ამ ფორმებით და სამკუთხედს ვკითხე ,შენც ხომ თითქმის ჩემი მსგავსი ხარ და რატომ არ გაგრიყეს მეთქი და მან მიპასუხა,რომ წრე ყველა ფიგურაში მოათავსეს ჩემს გარდა. მეთქი მეშველება რამე თქო ?! არაო ,მკვახედ მიპასუხა და ჭრელი პეპელასავით გაფრინდა მაგრამ ცალი ფრთა ცელოიდის ჰქონდა. ისევ ნავში დავბრუნდი არაფრით და გავაგრძელე მოგზაურობა..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. იყო ფრაგმენტები, რომელმაც დამაფიქრა....
წარმატებები... იყო ფრაგმენტები, რომელმაც დამაფიქრა....
წარმატებები...
2. ეგეთი დაუნდობელიც ნუ იქნებით (დ) ეგეთი დაუნდობელიც ნუ იქნებით (დ)
1. ვუსვებდი სთან შევწყვიტე კითხვა )) ვუსვებდი სთან შევწყვიტე კითხვა ))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|