ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოდერძი
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2008


გზააბნეული

სიგარეტი, საფერფლე და ბიჩოკები...
ღამის წყვდიადი, სამი საათი;
მეტრო არ მუშაობს...
დავირუსებული კომპიუტერი...
მენატრება ღამე...
ვდარდობ ტოტალიზატორში წაგებულ ლარიანზე,
უფრო მეტად იმაზე, რომ ვერ მოვიგე 76 ლარი...
პახმელია... ზაპოი... მოძველებული ქართული ტრადიცია,
ცოტათი ნერვების მომშლელია...
კარადაში ნაფტალინის სუნი, სველი მარცხი.
უაზრო ფიქრები, უიმედო მდგომარეობა.
გაფხაჭნილი უთო. დაჭმუჭნული შარვალი და
მარშუტკის ტრაფარეტზე ჩატანებული ნაბეღლავის ბოთლი...
ხმა - "რომ გადახვალთ ნუ გააჩერებთ",
"თქვენთან მინდა მოგზაურობა..."
მთელმა ცხოვრებამ გაიარა თვალწინ
და გაიწელა უსასრულოდ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები