ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა_22
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 მაისი, 2014


"კონჩიტა"

პირველი ეჭვი მაშინ გაუჩნდა, როცა ლექსი დაწერა და გამოაქვეყნა:
----საკმარისად დიდის დაწერილია და თვითონ მგონი თინეიჯერი გოგონააო.

შემდეგი ეჭვი იმან გააღვივა, რომ ინტიმურ თემებზე კი წერს ,თუმცა ეტყობა, არანაირი გამოცდილება არ აქვსო

მომდევნო კითხვის ნიშანი იმით გაძლიერდა,  თუ  ქმარი ყავს , შეყვარებულზე რატომ წერსო...
მერე სიყვარულზე დაწერა და ...
  ალბათ სხვისი დაწერილიაო , თან ყალბიაო, ვერავინ გაუგო.

ნოველა დაწერა და ...  თუ ბათუმში არ ცხოვრობს, ზღვა როგორ გაბედა და ახსენაო ...

(თურმე  აქაური წესია, სანამ  ავტორს  თვალებში არ  ჩახედავ, მანამდე მისი ნოველა არ შეიძლება ვინმემ წაიკითხოს,
იქნება და არ აქვს ავტორს" ლამაზი თვალები"?)

---შვილები თუ ყავს , სად ცალია დასაწერად , ჯობდა  ამდენი დრო მათ დაუთმოსო...ნამდვილად შინაბერაა და შვილებს გვატყუებსო.
მის გარშემო ატეხილი ბოლო სკანდალი კი ევროვიზიის გამარჯვებულს, კონჩიტასაც  კი შეშურდებოდა:

---ხან კაცივით წერს და ხან ქალივით, მგონი კაციაო:

ადგა და დაურეკა...ტელეფონზე ქალმა უპასუხა...კი მე ვარო, წყნარად უპასუხა....საოცარია, მაგრამ სკანდალებს ჩვეული
ვარ და სულ სხვის ფარდაზე  მკიდია, ვინ რას იფიქრებსო,  ჩაუღიმილა.
---გამოფენაზე რატომ არ იყავიო?
---ეტლში ვზივარ უკვე სამი წელია და გამოფენა კი  არა, დამოუკიდებლად მეორე ოთახშიც ვერ გავდივარო...
მერე ორივეს ცრემლი მოერია...

ეს ისტორიაც ისევე დამთავრდა, როგორც დაიწყო:

---გამარჯობა, მე მარი მქვია ...



ახლა ვისაც ეს ისტორია მართალი ეგონება და იმას იტყვის, ადრე რატომ არაფერი გვითხარიო , მე მათი პრიმიტივიზმი
უფრო გამაკვირვებს, ვიდრე ჩემი ექიმის უიმედო გამოხედვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები