ჰეი მძებნელო უზენაესი ჭეშმარიტების თუ დაიღალე მისი ძებნით თანაც მოგბეზრდა, თუ შენში ჩაქრა ჩირაღდანი ბოლო ნაპერწკლით და აღარ შეგწევს ძალა რომ იარო, ანდაც იფორთხო მაშ მიაფურთხე იმ ყველაფერს რასაც იცავდი რაც წმინდად მიგაჩნდა და ეთაყვანებოდი.
ჰეი მძებნელო სიყვარულის და გულის სატრფოს, თუ აღმოაჩინე, რომ ყველა ვისაც გული გაუხსენი ჰკიდიხარ ფეხზეც და მხოლოდ ის უნდა, რომ აქო და ეფერო ერთიანად გადაუშვი ყველა ისინი დავიწყების არხში მიეცი მათ ყველას de ლეთე.
ჰეი მძებნელო სიბრძნისა და უმაღლესისა თუ აღმოაჩინე რომ ყველაფერი რაც სიბრძნე გეგონა მხოლოდ სიტყვები ყოფილა, და ყველა საუკუნის ფილოსოფოსი გასართობათ წერდა თუ აღმოაჩინე რომ მათი ნააზრევი არაფერში გარგია და ფიქრისგან თავი რუმბივით გაგიხდა დაივიწყე ყველაფერი და დაა restart–ე,
ჰეი მძებნელო სიამოვნებისა და განცხრომისა თუკი მიხვდი, რომ ყველა სიამოვნება ძალიან დროებითია იმისთვის რომ გამოეკიდო, გადაკიდე ყველა, ისინი უფსკრულის კიდეზე და გადაუჭერი ბაწარი,
ჰეი მძებნელო სიმდიდრისა და ქონებისა, თუ აღმოაჩინე, რომ ყველაფერი, რასაც თან ატარებდი, ხელს გიშლის ვიწრო გასასვლელში გასაძრომად, დაყარე დაბლა, გაიხადე ტანისამოსიც, ზედ მიაყოლე ყველა ფიქრი და მოგონება ყველსა და ყველაფერზე
ჰე მძებნელო ღმერთისა თუ ვერ იპოვე, არ შეწუხდე უბრალოდ დანებდი და როცა ბოლომდე დანებდები თავად გიპოვის რადგან თავად დანებებაა პოვნა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ++ )) მომეწონა მეც ... ++ )) მომეწონა მეც ...
5. ჰო...აზრიანი, როგორც ყოველთვის...
ჰო...აზრიანი, როგორც ყოველთვის...
4. მე მომეწონა. მე მომეწონა.
3. ჰე მძებნელო ღმერთისა თუ ვერ იპოვე, არ შეწუხდე უბრალოდ დანებდი და როცა ბოლომდე დანებდები თავად გიპოვის რადგან თავად დანებებაა პოვნა
ვიცოდი, ვიცოდი რომ ასე იყო ჩემო გენიოსო +5 ჰე მძებნელო ღმერთისა თუ ვერ იპოვე, არ შეწუხდე უბრალოდ დანებდი და როცა ბოლომდე დანებდები თავად გიპოვის რადგან თავად დანებებაა პოვნა
ვიცოდი, ვიცოდი რომ ასე იყო ჩემო გენიოსო +5
2. სათქმელად ადვილი რაცაა იმას ვწერ თვარა საკეთებელი რომ ვწერო აქ :D აღარავინ წაიკითხავს სათქმელად ადვილი რაცაა იმას ვწერ თვარა საკეთებელი რომ ვწერო აქ :D აღარავინ წაიკითხავს
1. დაა-რესთართ - ე, დაა- დელითე, დაარებუთე - სათქმელად ადვილია...
ისე, "restart" მომდევნო სტროფში რომ იყოს და ამის განხორციელება მართლა შეიძლებოდეს, ფრიად საინტერესო რამ გამოვიდოდა
დაა-რესთართ - ე, დაა- დელითე, დაარებუთე - სათქმელად ადვილია...
ისე, "restart" მომდევნო სტროფში რომ იყოს და ამის განხორციელება მართლა შეიძლებოდეს, ფრიად საინტერესო რამ გამოვიდოდა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|