ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პროზა
22 მაისი, 2014


მენატურე

საკონკურსო ნახატის თემა გამოცხადდა - ”ქალი დაბნეული მზერით”.  მეძავი გაახსენდა, რომელთანაც დათრობის შემდეგ დაიარებოდა.
ქალი ღამით მოდიოდა. ბიჭი მდუმარედ ხატავდა. ორივემ იცოდა საკუთარი დანიშნულება. ბიჭს უნდა დაეხატა დაბნეულობა ქალის თვალებში, თუმცა ყოველი ახალი კონტურისას ხვდებოდა, რომ  სიშიშვლე,  მარტოობა,  მდუმარება ქალს არ აბნევდა.  როცა გადაწყვიტა, რომ სხვა მენატურე მოეძებნა, კარზე ნერვიულად დააკაკუნეს.
-შენთან ნახატი არ გამოვა. ჩემთან უნდა წავიდეთ.
მალე დაასრულა.  ქალი იმდენად დაბნეული უმზერდა - გაუჭირდა ამ მიმიკს დახატვა. გაუკვირდა.
- რამ დაგაბნია? თვალს ვერ მისწორებ- დაარღვია დუმილი ბიჭმა.
- სიმართლე გითხრა, მე მხოლოდ მამაჩემის მკაცრი მზერა მაბნევს - თქვა ქალმა და  ბიჭს ზურგს უკან გაიხედა.
კედელზე მამაკაცისა და პატარა გოგონას  შავთეთრი, გაცრეცილი ფოტო ეკიდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს