 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 23 მაისი, 2014 |
სანამდე მოდის მოგონების მდორე მდინარე, სანამ გოგონას არ ჩამოსვამს სიზმრის კენწერო. სანამ ბავშვობა დიდობაში თავს იმძინარებს, არ ემუქრება გახუნება წლების ფერწერას... მოდიხარ, უკან მოგყვებიან კითხვის ნიშნები, თავმორკალული რიკულივით შენი აივნის. ზოგი პასუხი მამაცია, ზოგი - მშიშარა, ზოგიც მსგავსია შენი ანუ, რაღაცნაირი... ზოგჯერ გაწუხებს შენი ფიქრის უსინათლობა, სულის ოთახში რომ მიმოდის ხელის ცეცებით. თუმც, ეს ოთახი ისე თბილი, ისე სათნოა, არ შეშინდები და მით უფრო, არც დაეცემი... და როგორც წესი, ყოველ დილით შენს თავს უღიმი, ქვეცნობიერთან შენს საქმეებს თითქოს ალაგებ. საახლობლოდან ამოშალე ყველა გულგრილი, გული კი ენ-ზე დარჩენილით მოამარაგე... ცდილობ იმედი ცოტა მაინც მოაჯანმრთელო, ფერნაკლული რომ გზას გასცქერის თვალის სარკმლიდან. კარს იქით გადგი მარტოობის ძველი ჩანთები, ისიც ადგა და იმ კარიდან უხმოდ გავიდა... შენიც გეყოფა, სხვის შეცდომებს ნუ დაიბრალებ! მოგონებები შეგონებებს ჰგვანან რაღაცით. რეალობა კი დათქმულ დროზე ადრე გიბარებს, მის სამარშრუტო ხაზს რადგანაც გზიდან გადაცდი... 19.05.14
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მოდიხარ, უკან მოგყვებიან კითხვის ნიშნები, თავმორკალული რიკულივით შენი აივნის. ზოგი პასუხი მამაცია, ზოგი - მშიშარა, ზოგიც მსგავსია შენი ანუ, რაღაცნაირი...
ეს ინდვიდუალურობის ხაზგასმა მომეწონა. მამაცი ადამიანები ერთმანეთს ჰგვანან სიმამაცეში, მშიშრებიც... მაგრამ ყოველდღიურობა ინდივიდუალურობის განმსაზღვრელია. :) მოდიხარ, უკან მოგყვებიან კითხვის ნიშნები, თავმორკალული რიკულივით შენი აივნის. ზოგი პასუხი მამაცია, ზოგი - მშიშარა, ზოგიც მსგავსია შენი ანუ, რაღაცნაირი...
ეს ინდვიდუალურობის ხაზგასმა მომეწონა. მამაცი ადამიანები ერთმანეთს ჰგვანან სიმამაცეში, მშიშრებიც... მაგრამ ყოველდღიურობა ინდივიდუალურობის განმსაზღვრელია. :)
12. ძალიან კარგი ლექსია ეს.... განწყობას შეგიქმნის ,,რაღაცნაირს" :) ძალიან კარგი ლექსია ეს.... განწყობას შეგიქმნის ,,რაღაცნაირს" :)
11. ახლა დავაკვირდი,თქვენი რითმები რა მოულოდნელი და გამოუცნობია. ვერასდროს ამოიცნობ წინასწარ.ესეც ოსტატობაზე მიანიშნებს. ახლა დავაკვირდი,თქვენი რითმები რა მოულოდნელი და გამოუცნობია. ვერასდროს ამოიცნობ წინასწარ.ესეც ოსტატობაზე მიანიშნებს.
10. პო მოემუ პარა სმატივატ უდოჩკი... :)) პო მოემუ პარა სმატივატ უდოჩკი... :))
9. "სანამ ბავშვობა დიდობაში თავს იმძინარებს"__სულ ამ სტრიქონის ირგვლივ ვტრიალებ ეს ორი დღეა!
ჯობია, ასე გააგრძელოს "თამაში", ხომ?
"სანამ ბავშვობა დიდობაში თავს იმძინარებს"__სულ ამ სტრიქონის ირგვლივ ვტრიალებ ეს ორი დღეა!
ჯობია, ასე გააგრძელოს "თამაში", ხომ?
8. კარგი ლექსია...:) განსაკუთრებით კი დასაწყისი... ორი სტროფი...:-* კარგი ლექსია...:) განსაკუთრებით კი დასაწყისი... ორი სტროფი...:-*
7. ზოგჯერ გაწუხებს შენი ფიქრის უსინათლობა, სულის ოთახში რომ მიმოდის ხელის ცეცებით. თუმც, ეს ოთახი ისე თბილი, ისე სათნოა, არ შეშინდები და მით უფრო, არც დაეცემი...
ძალიან კარგია! ზოგჯერ გაწუხებს შენი ფიქრის უსინათლობა, სულის ოთახში რომ მიმოდის ხელის ცეცებით. თუმც, ეს ოთახი ისე თბილი, ისე სათნოა, არ შეშინდები და მით უფრო, არც დაეცემი...
ძალიან კარგია!
6. როგორ მიყვარს ეს თქვენი საკუთარ თავთან საუბრები და ავტოგამხნევებები- რომ შემოუძახებთ ხოლმე:
"შენიც გეყოფა, სხვის შეცდომებს ნუ დაიბრალებ! მოგონებები შეგონებებს ჰგვანან რაღაცით."
როგორ მიყვარს ეს თქვენი საკუთარ თავთან საუბრები და ავტოგამხნევებები- რომ შემოუძახებთ ხოლმე:
"შენიც გეყოფა, სხვის შეცდომებს ნუ დაიბრალებ! მოგონებები შეგონებებს ჰგვანან რაღაცით."
5. ჰეჰ! კარგი იყო. შენებური რაღაცნაირი. ჰეჰ! კარგი იყო. შენებური რაღაცნაირი.
4. რაღაცნაირი კი არა, კარგნაირი ლექსია ეს, სათქმელიანი, ღრმა და კარგად შესრულებული! რაღაცნაირი კი არა, კარგნაირი ლექსია ეს, სათქმელიანი, ღრმა და კარგად შესრულებული!
3. მიყვარს ხოლმე აქ შემობოდიალება მიყვარს ხოლმე აქ შემობოდიალება
1. "რაღაცნაირი ლექსი" - "ზოგიც მსგავსია შენი ანუ, რაღაცნაირი..." ავტორისეულია ეს ლექსი - ღრმაპოეტური. "რაღაცნაირი ლექსი" - "ზოგიც მსგავსია შენი ანუ, რაღაცნაირი..." ავტორისეულია ეს ლექსი - ღრმაპოეტური.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|