ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაა.საა.
ჟანრი: თარგმანი
29 მაისი, 2014


ჩარლზ ბუკოვსკი.წვიმა(სიმფონიური ორკესტრი....)

სიმფონიური ორკესტრი.
ჭექა-ქუხილი იწყება,
უკრავენ ვაგნერის უვერტიურას
ხოლო ხალხი ტოვებს თავის ადგილს ხეებქვეშ
და მიიჩქარის პავილიონისკენ,
ქალები- ქირქილებენ, მამაკაცები სველ სიგარეტს აგდებენ და
სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობენ
ვაგნერს უკრავენ,ხოლო ხალხი პავილიონში შეიკრიბა
ჩიტებიც კი გადმოფრინდა იქ ხეებიდან და აი იწყება
ლისტის უნგრული რაფსოდია №2, ისევ წვიმს,მაგრამ შეხედეთ-
ერთი კაცი ზის წვიმაში და უსმენს.აუდიტორია ამჩნევს მას.ყველა
ბრუნდება და აშტერდება. ორკესტრი თავის საქმეს ასრულებს.
კაცი კი ზის ბინდში,წვიმაში და უსმენს. ალბათ ის ვერ არის არა?
უბრალოდ ის მუსიკის მოსასმენად მოვიდა.


a symphony orchestra.
there is a thunderstorm,
they are playing a Wagner overture
and the people leave their seats under the trees
and run inside to the pavilion
the women giggling, the men pretending calm,
wet cigarettes being thrown away,
Wagner plays on, and then they are all under the
pavilion. the birds even come in from the trees
and enter the pavilion and then it is the Hungarian
Rhapsody #2 by Lizst, and it still rains, but look,
one man sits alone in the rain
listening. the audience notices him. they turn
and look. the orchestra goes about its
business. the man sits in the night in the rain,
listening. there is something wrong with him,
isn't there?
he came to hear the
music.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები