ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
24 დეკემბერი, 2015


სიმღერა ვაკონდაზე II–იავნანა

იძინე წყნარად,
სანამ გარეთ უბერავს ქარი,
იყავი მშვიდად,
რადგან გიცავს შენ წინაპარი,
შენ იშვი მზიდან
და შენშია ზღვის მზის ზღაპარი
შენ ჩემში გინდა,
რადგან წმინდა, შენი საფარი-
მე გეტყვი ნანას,
ავი დათვი ვერ შეგეხება
იტირებ განა
და გადმოღვრი მზისფერ შეხებას,
გარეთ ხმა ისმის
მანიტუა ეს, ავი სული
წითელი ნისლის,
სამოსელით არის მოსული,
არ მოვა შენთან,
რადგან გფარავს,
სითბო და ძალა
და ყოველ მპარავს
ნიღაბი თუ გადაეცალა,
გაუშვი შიში,
ის არაა შენთან შობილი
და შენი ნიში,
იყოს მუდამ სიცარიელე,
ახლა იძინე, გაიცინე,
სანამ გარეთ რბიან ჯოგები,
ბიზონებისა და ირმების,
ნანა ბოჯები,
შენ დაგიცავენ,
ნანინა ნანა.









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები