ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2014


უფლისციხე

კლდეს ტიტანივით შემოუდგამს ბეჭზე ლოდები,
ქვებზე ქვისფერი ჯოჯოები ჰგვანან ნახატებს.
მზე შუადღემდე სხივოსანთა ჯარს ელოდება,
რომ უფლისციხე გაიხადოს თავის სატახტოდ!
წარსული ციხის უხილავი მეჩირაღდნეა,
ბნელ გვირაბებში ის მიუძღვის მხცოვან აჩრდილებს.
გზა ციხისაკენ შეუმკია ფშატის შადრევანს,
ნაწარმართალი დიდება რომ წარმოაჩინოს.
შემოუნახავს ძველ საწნახელს ყურძნის წიპწები,
ქვევრს, ათასწლოვანს ისევ ასდის ღვინის სურნელი.
უფლისციხესთან სიკვდილიც კი დაგავიწყდება
და ბედისწერის ნაბრუნები გზაზე ურმები...
ქვებმა იციან დუმილიც და ტვირთის აზიდვაც,
დგას მზის სატახტედ დიდებული ნაქალაქარი,
ჩუმად აპარებს მოგონება დარდს დარბაზიდან,
რომ ლოდებს შორის მოზუზუნე ქარს გაატანოს.
უფლისციხესთან გული ცხელი, მტკვარი - ცოცხალი,
ხსოვნ ამ ციხის ერთადერთი მეციხოვნეა.
გაუხვრეტია ქვისთვის შუბლი წვეთს უმოწყალოდ,
ქვიშას კი მაინც განუზრახავს ქვაში ცხოვრება...
უდგას ჟამთასვლა ციხე-ქალაქს მუდმივ მოალყედ,
იქნებ, მოტყდესო ცალი მხარი ამ კლდეს, მხარგრძელას...
ქართა თარეშით ციხის კედელს, ოდნავ მონარყევს,
დროსთან ჭიდილში წაგებისა ჯერაც არ სჯერა...
ბნელ ტალანებში წარმართები წელს იმართავენ,
დევის თვალებით შესცქერიან კლდეებს, ქვისგულას.
დგას უფლისციხე უფალივით მძლე და მართალი,
გადმოუღია თურმე ციხეს ჟამი კისრულით!..
26.05.14

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები