შენ უკვე ორი შვილის დედა ხარ, მე კი ხელებზე გკოცნიდი, რომლებიც ახლა პატარა ბავშვების აღზრდით დაკავებულა.
მე-2 კურსზე, 20 წლის ვიყავი, მიყვარდი, გახსოვს? და შენც მთელი გულით ცდილობდი გვეპოვნა ერთი გზა და ერთი ალაგი.
თუმცა მე ყოველთვის დაფიქრების გარეშე როგორც ბავშვი ისე ვცხოვრობდი. თვალები შენი ლამაზი მკერდისკენ გამექცეოდა, ვნებით აღვსილმა უთვალავჯერ ვაკოცე სხეულს, რომელიც თურმე შენი ყოფილა, მე რა ვიცოდი.
ო, როგორ მინდა კიდევ ერთხელ დაბრუნდეს ის დრო და კიდევ ერთხელ დამპატიჟო ქართლის სოფელში, იქ, სადაც ისვენებდი და ნიკოზი თამაშობდა დაუღალავად.
როგორ ამერია შენთან განშორების შემდეგ ფიქრები, გრძნობები, მიზნებიც, თუკი საერთოდ მქონდა.
შენ ეხლა ძალიან დიდი გოგო ხარ, ორი შვილის დედა, რომელიც წერს სადიპლომოს და მას მეუღლე მანქანით ელოდება უნივერსიტეტის ავტოსადგომზე.
მე კი რიგითი ნარკომანი ვარ, ჯეფზე შემჯდარი, ჯეფი საშინელი ნარკოტიკია, რომელიც მილპობს სხეულს.
ხომ გახსოვს როგორ მიყვარდა ჯიმ მორისონის სიმღერები. მე ბავშვობიდან ნარკომანი მომღერლების სიმღერები მიტაცებდა.
პირველი ნარკოტიკი მაშინ გავიკეთე როცა შვილიანი გოგო შემიყვარდა ქმართან გაყრილი. და ამ ნარკოტიკს მე ვუწოდებ სტერეოტიპების წინააღმდეგ გალაშქრების სურვილის გამჩენს, ჩემს სხეულში, იქ, სადაც ცივა.
რამდენჯერ ავიარ-ჩავიარე შენს ქუჩაზე, სულ მახსენდები ოღონდ უცნაურად. აი ისე მთელი დღე რომ ვიჯდე და ვტიროდე, მასზე, რომელიც არასდროს მოვა.
ერთხელ შენს ქუჩაზე ავიარე და გამახსენდა, რომ შენთან სახლში ერთხელ ვიყავი, პირველად და უკანასკნელად. ეზოში შენი შვილი ბაბუასთან ერთად თამაშობდა.
მე ამ დროს, მხოლოდ გულისწყვეტა ვიგრძენი და ვფიქრობდი, რომ ვიმსახურებდი მეტს.
თოვდა და თოვდა, ნიკოლოზი კი თოვლში დარბოდა. ვიდექი, შემდეგ დავჯექი, ბოლოს წავედი და მთელი ღამე ვტიროდი ალბათ.
რაღაც ეგრე მახსოვს განშორების პირველი, საწყისი თვეები და ალბათ, მაშინაც, ეგრე იქნებოდა.
მე ვეღარასდროს დავდებ ჩემს თავს შენს ფეხებზე, და ასე ვეღარ ავხედავ შენს ლამაზ მკერდს, მე ვერც ცას ვუყურებ ასე, შენს ფეხებზე თავ-დადებული და ვეღარასდროს დაგელოდები დელისის მეტროსთან რომ სახაჭაპურეა იქ.
მხოლოდ შემიძლია ლექსები გიწერო, თეთრი და გულწრფელი, ძვირფასო ჩემო.
როგორ მინდა, დაბრუნდეს წარსული, შენი დავიწყება შეუძლებელი ყოფილა ანუ სხვისი შეყვარება.
მენატრები ძალიან, დღეს შეგხვდი უნივერსიტეტის კიბეებზე ანუ რა ძნელია სიყვარულთან დაბრუნება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. როგორ ამერია შენთან განშორების შემდეგ ფიქრები, გრძნობები, მიზნებიც, თუკი საერთოდ მქონდა. როგორ ამერია შენთან განშორების შემდეგ ფიქრები, გრძნობები, მიზნებიც, თუკი საერთოდ მქონდა.
7. "მე ამ დროს, მხოლოდ გულისწყვეტა ვიგრძენი და ვფიქრობდი, რომ ვიმსახურებდი მეტს."
+++++++ "მე ამ დროს, მხოლოდ გულისწყვეტა ვიგრძენი და ვფიქრობდი, რომ ვიმსახურებდი მეტს."
+++++++
6. ,,მხოლოდ შემიძლია ლექსები გიწერო, თეთრი და გულწრფელი''.
+ + ,,მხოლოდ შემიძლია ლექსები გიწერო, თეთრი და გულწრფელი``.
+ +
5. რაც არ უნდა იყოს მოგვარეები ვართ =D ამიტომ ვაპლიუსებ + რაც არ უნდა იყოს მოგვარეები ვართ =D ამიტომ ვაპლიუსებ +
4. ისტორიაა ოღონდ ვერ მივხვდი ლექსად დაწერილი თუ ჩანახატად ისტორიაა ოღონდ ვერ მივხვდი ლექსად დაწერილი თუ ჩანახატად
3. ისე ერთფეროვნად დაიწყო, ბოლომდე ჩაკითხვის სურვილი არ გამჩენია ისე ერთფეროვნად დაიწყო, ბოლომდე ჩაკითხვის სურვილი არ გამჩენია
2. მე ლექსს ვერ დავარქმევ ამას მე ლექსს ვერ დავარქმევ ამას
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|