ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2014


მე, თქვენ არ გიცნობთ

მე, თქვენ არ გიცნობთ, არ ვიცი თქვენი
სახელი, გვარი და მისამართი.
ჩვენ არ ვართ თანა-მოქალაქენი,
თქვენ არაფერი ჩემი არ გმართებთ.

არ ვიცი თქვენი ხმა და თმის ფერი,
ჯერ თქვენს თვალებშიც არ ჩამიხედავს -
გაქვთ ლურჯი, მწვანე თუ ყავისფერი,
ვინმეს ცოლი ხართ, თუ უკვე დედა...

არც თქვენ მიცნობთ და არ იცით ჩემი
სახელი, გვარი და მისამართი.
უბრალოდ, მე, თქვენ ამოგიჩემეთ
და ახლა ჩემი ეს ლექსი გმართებთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები