ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2016


სიმღერა ვაკონდაზე III- ბრძოლა

ჩვენ გვიყვარს მშვიდობა,
წითელი მოდგმა მშვიდობის მოსურნეა,
ჩვენი ხალხი ომის დროსაც მშვიდობას ინარჩუნებდა
რადგან ჩვენი გულები მშვიდობიანი იყო
ჩვენ ვებრძოდით ერთამენთს,
მაგრამ იმისთვის, რომ სახელი მოგვეხვეჭა
იმისთვის, რომ სკალპები მოგვეპოვებინა,
იმისთვის, რომ დიადი სულისთვის მსხვერპლი შეგვეწირა,
მაგრამ ეს არ გვანადგურებდა, რადგან კვდებოდა ხორცი,
მაგრამ რჩებოდა სული, რჩებოდა ახალი სიცოცხლე
რჩებოდა აზრი და ძალა,
მაგრამ მოვიდა თეთრი კაცი
ჩვენ ის ღვთის ძედ მივიღეთ,
მან დაიწყო ამ მიწაზე დასახლება,
ჩვენ საშენი მასალა მივეცით,
მან დაიწყო ბუნების განადგურება
და ჩვენი ხოცვა
ის განძს ეძებდა ჩვენს მთებში,
ჩვენ შევებრძოლეთ ჩვენი მამა–პაპის იარაღით
მაგრამ მას სიკვდილის მსროლელი ჯოხები ჰქონდა,
საიდანაც შორიდან ხოცავდა წითელი მოდგმის ხალხს,
მისი იარაღი ძლიერი იყო ჩვენსაზე,
მაგრამ თეთრი კაცის გული შიშით იყო სავსე
ის არ იყო მშვიდი...
მერე კიდევ მოვიდნენ სხვა თეთრი კაცები
და ჩვენი ხალხი მამა–პაპის მიწიდან გაყარეს,
ისინი ყველაფერს ანადგურებდნენ
რაც ჩვენთვის ძვირფასი და წმინდა იყო,
მათ მოიტანეს ახალი რელიგია,
ჩვენ გავეცანით ამ ახალ რელიგიას
და მივხვდით, რომ თეთრი ხალხის რელიგია
კარგი იყო, თუმცა თავად მათ არ ესმოდათ
და არც ახლა ესმით თუ რას ქადაგებს
უფროსი ძმა იესო ქრისტე,
ისინი თავიანთ რელიგიას ომის საბაბად იყენებენ
ვაი რომ ასეა..
ჩვენ კი მართალია ცოტანი დავრჩით,
მაგრამ მართლები ვართ საკუთარ თავთან,
ჩვენი ხალხი ბრძენია,
თეთრებსაც ჰყავთ ბრძენები და ისინი ვერ იტანენ საკუთარ ბრძენებს,
ჩვენ კი გვიყვარს ჩვენი ბრძენები
ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა და თანხმობა ბუნებასთან
და ბუნებრიობასთან და ამაშია ჩვენი სიბრძნე..
ომი არ გვწყურია
ჩვენი გული მშვიდობითაა სავსე
სწორედ ესაა ჩვენი ძალა,
თეთრი კაცი კი თავის თავს ამოჭამს,
"როცა ბუნებას ბოლომდე გაანადგურებს
მერე მიხვდება, რომ ფული არ იჭმევა"


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები