 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 7 ივნისი, 2014 |
დაღლლი მგზავრი ვარ,მოვდივარ შორიდან, დავეძებ ოცნებას და ღამის გასათევს, ყოველი ახალი დღე არის კორიდა, მაქვს მხოლოდ თამბაქო და ღერი ასანთის,
მოვდივარ შორიდან და ვეძებ იმედებს, მივყვები წვიმაში, გაწუწულ გრან-ვიას, ჩემს სევდას სათქმელად ვერასდროს ვიმეტებ, ამიტომ წერილიც არ გამიგზავნია
ზეცაში და ასე დავყვები გამზირებს, მტკივა და ვინ იცის როდემდე ავიტან... ჩემი არსებობით არავის ვამძიმებ, და მაინც არ მინდა დავიწყო თავიდან
სიცოცხლე,რომელიც დამპალი ტივივით, მდინარის ნაპირთან ძაღლივით მივაბი, გზებზე და ქარებზე,სევდაზე,ტკივილზე, ღამე და ჩამქრალი თვალები გიამბობთ.
დაღლლი მგზავრი ვარ,მოვდივარ შორიდან, დავეძებ ოცნებას და ღამის გასათევს, ყოველი ახალი დღე არის კორიდა, მაქვს მხოლოდ თამბაქო და ღერი ასანთის...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. კარგი ლექსია
ერთი ზღვა აკლია და ეგაა :))) კარგი ლექსია
ერთი ზღვა აკლია და ეგაა :)))
4. "და მაინც არ მინდა დავიწყო თავიდან
სიცოცხლე,რომელიც დამპალი ტივივით, მდინარის ნაპირთან ძაღლივით მივაბი,"
მთელი ლექსის სათქმელს ამბობს ეს ფრაზა.
ლექსია- ამ სიტყვის ძველებური და საუკეთესო გაგებით.
"და მაინც არ მინდა დავიწყო თავიდან
სიცოცხლე,რომელიც დამპალი ტივივით, მდინარის ნაპირთან ძაღლივით მივაბი,"
მთელი ლექსის სათქმელს ამბობს ეს ფრაზა.
ლექსია- ამ სიტყვის ძველებური და საუკეთესო გაგებით.
3. ეს პოეტები ღატაკები რატომ არიან არაუშავს ყველას ეშველება ბიძინა მოვა ეხლა :))
ეს პოეტები ღატაკები რატომ არიან არაუშავს ყველას ეშველება ბიძინა მოვა ეხლა :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|